მთავარი»საზოგადოება»კახა კალაძე: მინდა, ჩვენს უწმინდესს მადლობა გადავუხადო ყველაფრისთვის

კახა კალაძე: მინდა, ჩვენს უწმინდესს მადლობა გადავუხადო ყველაფრისთვის

5
გაზიარებები
Pinterest Google+

დღეს პატრიარქის აღსაყდრებიდან 42 წელი შესრულდა. მინდა, ჩვენს უწმინდესს მადლობა გადავუხადო ყველაფრისთვის და მივულოცო ეს საიუბილეო დღე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„მინდა, ვუსურვო ჯანმრთელობა და დიდ ხანს სიცოცხლე ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის საამაგოდ. 42 წელია ჩვენი პატრიარქი და უწმინდესი დიდი მოთმინებითა და სათნოებით უძღვება ქართულ ეკლესიას, ლოცულობს საქართველოსთვის და თითოეული ჩვენგანისთვის. კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით მინდა მივულოცო“, – განაცხადა მერმა.

ასევე, კახა კალაძემ კათოლიკეებს შობა მიულოცა.

„დღეს ასევე კათოლიკური შობაა. მინდა, მივულოცო ყველა ჩვენს თანამემამულეს, ჩემს მეგობრებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, მინდა ვუსურვო მშვიდობა, მშვიდობიანი დღეები. და სიკეთით, სიხარულით, იმედით აევსოს ადამიანის გულები ამ ბრწყინვალე დღესასწაულს“, – ამბობს თბილისის მერი.

წინა პოსტი

ნათია თურნავა: "საზღვაო ტრანსპორტის სფეროს განვითარება დასაქმების შესაძლებლობებს გაზრდის"

შემდეგი პოსტი

რაულ თებიძეს, რომელმაც დაჭრილი პოლიციელი სიკვდილს გადაარჩინა, სიგელი და ფულადი ჯილდო გადაეცა