მთავარი»პოლიტიკა»„ივნისი თუ იყო ბრძოლის დასაწყისი, ნოემბერი ბრძოლის დასასრული იქნება“

„ივნისი თუ იყო ბრძოლის დასაწყისი, ნოემბერი ბრძოლის დასასრული იქნება“

10
გაზიარებები
Pinterest Google+

ივნისი თუ იყო ბრძოლის დასაწყისი, დარწმუნებული ვარ, რომ ნოემბერი იქნება ბრძოლის დასასრული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

როგორც ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი აქციის მოთხოვნებია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება პროპორციულად.

„მთავარი მოთხოვნაა, რომ ეს ხელისუფლება წავიდეს. ეს პროცესი ხალხის გამარჯვებით დასრულდება. ივნისი თუ იყო ბრძოლის დასაწყისი, დარწმუნებული ვარ, რომ ნოემბერი იქნება ბრძოლის დასასრული. რაც შეეხება გარდამავალ მთავრობას, ჯერ უნდა დაკმაყოფილდეს ეს მოთხოვნები და შემდგომ უკვე ტექნიკური საკითხია და მოლაპარაკებების თემაა. მთავარია, რომ საზოგადოების ნდობა ჰქონდეს დროებით მთავრობას, რომელმაც უნდა ჩაატაროს ქვეყანაში არჩევნები. მთავარია, ხალხს ნდობა გაუჩნდეს, რომ რეალურად ქვეყანაში ტარდება მართლაც დემოკრატიული არჩევნები. ახლა აღარ არის იმაზე დამოკიდებული ბიძინა ივანიშვილს სურს, თუ არა და რა სურს მას, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ხალხზე“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

წინა პოსტი

“ბილწს არ შევეკვრი ზავითა”-ნაცები ბილწზე-ბილწები არიან !!!“

შემდეგი პოსტი

არაეთიკურია - გუნდის მწვრთნელი, რომელმაც მეტოქე 27:0 დაამარცხა, გაათავისუფლეს