მთავარი»Slider»ივანიშვილს იმდენი აქვს არმიის ფონდში გადარიცხული, მთელი გირჩის შთამომავლობას საშვილთაშვილოდ ეყოფა ჯარის გადავადების გამოსასყიდად

ივანიშვილს იმდენი აქვს არმიის ფონდში გადარიცხული, მთელი გირჩის შთამომავლობას საშვილთაშვილოდ ეყოფა ჯარის გადავადების გამოსასყიდად

9
Shares
Pinterest Google+

ექსპერტი ამირან სალუქვაძე ფეისბუკზე წერს:

ნიჭიერ მავნებელზე საშიში არაფერია.
ამ გირჩისტების ხუშტურზე უნდა იაროს მთელმა ქვეყანამ.
დაიხვევენ თითზე პოპულისტურ ლოზუნგებს და ანგრევენ სახელმწიფოს ფუნდამენტურ საფუძვლებს.

აქამდე ერთი “არგუმენტი” ჰქონდათ, – ყარაულში დგომა. ახლა დაამატეს ივანიშვილის შვილებმა იმსახურონ და წავალთ ჯარშიო.

თქვენ რომ გიცქერით, მიზეზს ყოველთვის იპოვით. თქვენ ფორმის ჩამცმელები არ ხართ.

ყარაულში დგომა ესაა ერთ-ერთი საბრძოლო ამოცანა. ერთ-ერთი და არა ერთადერთი. მაგას რომ ლაპარაკობთ, გეტყობათ რამდენად ხართ საქმეში ჩახედულები. თქვენნაირები მოდიან ხელისუფლებაში და ანგრევენ ჯარს. დღეს თუ რაიმე პრობლებია ჯარში, ზუსტად თქვენნაირი პოპულისტების გამო, 15 წელია ქრონიკულ “რედორმირებაშია” არმია. პლუს კიდევ თქვენ უტევთ.

ის რომ საბრძოლო მომზადება არ იყო სათანადოდ, მაგას უნდა ვუმკურნალოთ. დაიწყეს შარშან ვადიანებისთვის ბისითის 3-თვიანი პროგრამა. პლუს შაბათ-კვირას სახლში უშვებენ და ა.შ. მაგრამ თქვენ არ გინდათ გაიგონოთ.

თქვენ ახალი მიზეზი მოიგონეთ, – “ჩინოვნიკთა და ივანიშვილის შვილები”. იმსახურონ მერე, ვინმე წინააღმდეგია? ტრამპის შვილები თუ ჯარში არ წავლენ, ამერიკელები არმიას თავდაცვისუნარიანობას შეუტევენ? გადით, ჩაატარეთ აქციები, რომ ჩინოვნიკთა შვილები დადგნენ აღრიცხვაზე და გაიწვიონ, მხარს დაგიჭერთ.

თუმცა, ივანიშვილს რომ ეჯიბრებით, იმდენი მილიონი აქვს არმიის ფონდში გადარიცხული, მთელი გირჩის შთამომავლობას საშვილთაშვილოდ ეყოფა ჯარის გადავადების გამოსასყიდად. თქვენ “მღვდელმსახურების” თუმნიანი მოწმობებით ან 200 ლარიანი გადავადებებით ცდილობთ გამოძვრეთ. ეს ისე, სრული სიმართლისთვის.

ვადიანი სამსახური ესაა რეზერვის დაგროვების ერთ-ერთი ძირითადი გზა. რეზერვი ქვეყანას დააჭირდება თუ ომი რამდენიმე დღეზე მეტხანს გასტანს. აქსიომაა.

ჰკითხეთ ებრაელებს, შვეიცარელებს, სხვებს, ყარაულში დგანან თუ მათ ტექნიკას, საბრძოლო მარაგებს, ვინმე სხვა იცავს, ან ომის, ან მშვიდობის დროს?!

ვიმეორებ, ჯარში უამრავი პრობლემაა და მაა მიხედვა უნდა და არა დანგრევა.

რამდენჯერ დავწერო, – ადამიანს კბილი თუ სტკივა, თავს არ იკვეთავს, კბილს მკურნალობს.

წინა სტატია

პეტრე I-ის საიდუმლო - „მოდით, დავუტოვოთ რუსებს ერთი მმართველი მაინც, რომლითაც იამაყებენ“

შემდეგი სტატია

ბიზნესმენმა  ქონების 34%-ი საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადასცა

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *