მთავარი»საზოგადოება»იურგენ როთი: “სააკაშვილი და მისი გარემოცვა არც ისე სუფთაა, როგორც ეს გარედან ჩანს”

იურგენ როთი: “სააკაშვილი და მისი გარემოცვა არც ისე სუფთაა, როგორც ეს გარედან ჩანს”

17
Shares
Pinterest Google+

გაინტერესებთ, როგორ ვაქციოთ პოლიტიკოსად ე.წ. კანონიერი ქურდი? გაინტერესებთ, როგორ “მოვნათლოთ” საქართველოს მოქალაქედ რუსეთის მოქალაქე? და, ზოგადად გაინტერესებთ, ჰაერში როგორ “კერავდნენ” საქმეებს, იწყებდნენ გამოძიებას და როგორ ან რა ქვეტექსტით იყენებდნენ არარსებული გამოძიების არარსებულ დოკუმენტებს სათავისოდ? და ვიდრე ყველა ამ კითხვაზე მიიღებდეთ პასუხს, მანამ აღვნიშნავ: ის, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ, მხოლოდ ქართველმა “შერლოკ ჰოლმსებმა” შეძლეს!

ამბავი, 2010 წლის 23 ივნისს დაიწყო და საინფორმაციო საშუალებები რამდენიმე დღე “ატრიალებდნენ” შოთა უტიაშვილის, შსს-ს იმჟამინდელი საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის თავმჯდომარის, განცხადებას: “შემიძლია გითხრათ, რომ გამოძიებას, როგორც გაზეთში ნახსენებ სხვა ფაქტორებთან, ასევე იმასთან დაკავშირებით ვაწარმოებთ, ვინ არის შსს-ს ის კორუმპირებული მაღალჩინოსანი, რომელიც საქართველოში ხელისუფლების დამხობის მიზნით მოქმედ კრიმინალებთან და ოპოზიციონერებთან თანამშრომლობდა”. უტიაშვილის ეს განცხადება მოჰყვა გერმანულ გაზეთ “Frankfuter Rundshaus”-ში გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც ეყრდნობოდა ავსტრიის კრიმინალური პოლიციის ანგარიშს: “2009 წლის აპრილში მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო აქციებში გავლენიანი “კრიმინალური ავტორიტეტები” მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ. 66-გვერდიან ანგარიშში წერია, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბოროტმოქმედები საქართველოს შსს-ს კორუმპირებული მაღალჩინოსნის დახმარებით, ცდილობდნენ, დემოკრატიული გზით არჩეული ხელისუფლება დაემხოთ. ამ კრიმინალებს შორის ლაშა შუშანაშვილი და რუდიკო გოგუაძე არიან ნახსენები”.

მეტი სიცხადისთვის, მასალები არქივიდან:

ზემონახსენები 66-გვერდიანი დასკნა პირველმა, მაფიის ცნობილმა გერმანელმა სპეციალისტმა, იურგენ როტმა (რომელსაც მაფიაზე 10-ზე მეტი წიგნი აქვს დაწერილიმოიპოვა და, ჯერ კიდევ, მაისის დასაწყისში თავისივე ვებ-ბლოგზე განათავსა. როტი 2009 წელს აცხადებდა: ეს ინფორმაცია ავსტრიის კრიმინალურმა პოლიციამძირითადად ფარული სატელეფონო მოსმენების შედეგად მოიპოვაქართველი კანონიერი ქურდები დაკავებულები იყვნენ გამოძალვებითა და ბინების მასობრივი ქურდობითამ შავი ფულით ისინი ცდილობდნენმოესყიდათ გავლენიანი ქართველი ჩინოვნიკებირათა გავლენა მოეხდინათ ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაზეეს პირდაპირ წერია ავსტრიის კრიმინალური პოლიციის დასკვნაშიქართველი კანონიერი ქურდების უმთავრესი მიზანი იყო,  ქართული მასმედიის საშუალებების გამოყენებითპოლიტიკური სისტემის დესტაბილიზაცია მოეხდინათდასკვნაში წერიარომ ქურდები იყვნენშარშან საქართველოში მიმდინარე ოპოზიციის დემონსტრაციების მთავარი წარმმართველებიისინი ცდილობდნენმოესყიდათ მინიმუმ ერთი მაღალი თანამდებობის პირი შინაგან საქმეთა სამინისტროშირათა დაემხოთ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება და პრეზიდენტიჩემი აზრითეს იყო პასუხი კანონიერი ქურდების წინააღმდეგსაქართველოს ხელისუფლების წარმოებულ კამპანიაზერის გამოც მათ იქ აეკრძალათ მოქმედების საშუალებასახელმწიფოს დამხობითმათ სურდათმანამდე არსებული ძალაუფლება დაებრუნებინათაშკარაარომ ქართველი კანონიერი ქურდები კავშირში იყვნენ რუსეთთანშავი ფულის ნაწილი საქართველოსკენ რუსეთის გავლით მოძრაობდარითაც ქართული ოპოზიციის ნაწილი ფინანსდებოდა“.

ამ “გარკვეულ გაურკვევლობაში” დასახელდნენ ავსტრიაში მოღვაწე “კანონიერი ქურდები” ზაალ მახარობლიძე, იგივე გლეხოვიჩი, გოჩა ანტიპოვი, იგივე ალფაიძე და რუდიკო გოგუაძეა. გოგუაძე, ცნობილი მხედრიონელი იყო, რომელმაც დააარსა კომპანია “ჯორჯიანტრანზოილი”. 90-იანი წლების ბოლოს, რუდიკო გოგუაძე პრეზიდენტ შევარდნაძის ძმისშვილის, ბიზნესმენ ნუგზარ შევარდნაძის მკვლელობის შეკვეთისთვის იძებნებოდა, თუმცა მაშინ ავსტრიამ მის ექსტრადირებაზე უარი თქვა. გოგუაძე პოლიტიკური დევნილის სტატუსით სარგებლობდა, ჰქონდა კონვენციური პასპორტი და ვენაში ქართულ რესტორანსაც ფლობდა. ეს რესტორანი ქართული კრიმინალური წრეების შეხვედრის მთავარი ადგილი იყო.

იურგენ როტი აცხადებდა: ქართველი მაფიოზი რუდიკო გოგუაძეშუამავლის როლს თამაშობდა ავსტრიის დედაქალაქ ვენაშიის მაფიის შავ ფულს იღებდა და რუსეთში მათივე წარმომადგენელთან აგზავნიდაშემდეგ ამ ფულის ნაწილი უკანევროპაში ბრუნდებოდანაწილი საქართველოში მიდიოდი სწრაფი გადარიცხის სისტემა Moneytrans-ითმიმდინარე გამოძიების მიხედვითამ საქმეში ძალიან დიდ როლს თამაშობდა რუდიკო გოგუაძეგერმანიისა და ავსტრიის პოლიციის გამოძიებით მტკიცდებარომ ქართულ კრიმინალურ სამყაროს ძალიან კარგი კავშირი ჰქონდა ერთმანეთთანრუსეთთან და ქართული ოპოზიციის ნაწილთანმეტიცმთელ რიგ შემთხვევაშიმაფია ევროპული პოლიციის შესაძლო მოქმედებების შესახებ ინფორმაციას ფლობდაგამოძიებამასევედაადგინარომ შავი ფულის დიდ ნაწილს რუდიკო გოგუაძე კიდევ ერთი ქართველი კანონიერი ქურდის გოჩა ანტიპოვის (მეტსახელად “ალფასონი“) ოჯახს ურიცხავდამას ძალიან ახლო კავშირები ჰქონდა მოსკოვში მყოფ საქართველოს უშიშროების ყოფილ მინისტრ იგორ გიორგაძესთანქართული მაფიის შავი ფული საბერძნეთიდანესპანეთიდან და ავსტრიიდან რუდიკო გოგუაძესთან მოდიოდა და შემდეგ მის მიერ ნაწილდებოდა“.

მთავარი: ავსტრიის პოლიციის დასკვნაში არაფერი იყო ნათქვამი, იმ ქართული ოპოზიციის ნაწილზე, რომელთანაც “მაფიოზებს” კავშირი ჰქონდათ. არ იყო დასახელებული, არც იმ ქართველი ჩინოვნიკების ვინაობა, ვისი მოსყიდვაც “მაფიას” სურდა. აღნიშნულია მხოლოდ, რომ “ქართული მაფიის” სათავეში “კანონიერი ქურდი” ლაშა შუშანაშვილი დგას, რომელიც ოპერაცია იავას სასწაულებრივად გადაურჩა და როგორც ვარაუდობდნენ, საბერძნეთის ტერიტორიაზე იმალებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ითქვა, შსს-ს მაღალჩინოსანი იყო ამ, ასე ვთქვათ, გარიგებაში აქტიურად ჩართული, მისი ვინაობა არ დასახელებულა, ხოლო როტმა “ამერიკის ხმასთან” საუბრისას განაცხადა: ამის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობთუმცა არ მინდა შეგედავოთიმიტომ რომ პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი გარემოცვა არც ისე სუფთააროგორც ეს გარედან ჩანს“.

“ამერიკის ხმამ” ამ თემაზე მიძღვნილი გადაცემა ასე დაასრულა: “ახლო მომავალში გამოჩნდება, რა გაგრძელება მოჰყვება ამ სკანდალს საქართველოში. ცნობილია, რომ ევროპოლი აქტიურად თანამშრომლობდა ოპერაცია იავას დროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. იურგენ როტის ცნობით, ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარია ფექტერმა ღიად გადაუხადა მადლობა ქართველ მინისტრს ვანო მერაბიშვილს. ამიტომ, არ არის გამორიცხული, ევროპაში დაწყებულმა სკანდალურმა გამოძიებამ თბილისამდეც ჩამოაღწიოს”.

მოკლედ, სკანდალი სახეზე იყო და ბუნებრივია, რეაქციაც შესაბამისი უნდა ყოფილიყო. უტიაშვილმა 2010 წელს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებული იყო. მიუხედავად ხმაურისა, დღემდე არავინ იცის, როგორ დასრულდა 2010 წელს დაწყებული გამოძიება. ოფიციალური დოკუმენტი #2619877, რომელიც 2013 წლის 25 დეკემბერსაა გაცემული საქართველოს შს სამინისტროს მიერ და რომელსაც ხელს აწერს ადმინისტრაციის საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიუროს უფროსი ხათუნა ქველაძე, გვამცნობს: “მოყვანილ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის და გამოძიება არ მიმდინარეობს”. ანუ 2010 წელს უტიაშვილმა არამხოლოდ ქართველი საზოგადოება მოატყუა, მან თავისი განცხადებით, თითქოს გამოძიება დაწყებული იყო, შეცდომაში შეიყვანა სრულიად ევროპა, რომელიც სპეცოპერაცია “იავას” გამარჯვებით დასრულებას კარგა ხანს ზეიმობდა. შეიძლება საქართველოში არ იციან, მაგრამ ესეც ფაქტია, რომ “იავას” დროს დაკავებულთა უმეტესობა მეორე დღესვე გაათავისუფლეს, ნაწილი კი _ მოგვიანებით. კარგით, ახლა, ჩვენთვის ის კი არაა საინტერესო, როგორ “იჭრება და იკერება” ევროპული სამართალი, საინტერესოა, რატომ არ “გაიჭრა და შეიკერა” ქართული სამართალი, მით უმეტეს, რომ საუბარი იყო ხელისუფლების დამხობაზე, კრიმინალების ქართულ ოპოზიციასთან კავშირზე და მთავარი, ვანო მერაბიშვილი (შს იმჟამინდელი მინისტრი) ამ საქმით დააგდებოდა აუხდენელი “ნაციონალური ოცნების”  ახდენის გზას _ ლაშა შუშანაშვილს ჩამოიყვანდა საქართველოში!

მოკლედ, უკვე ვიცით, რომ მიუხედავად უტიაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებისა, გამოძიება არ დაწყებულა. რატომ? ამ კითხვაზე ახლა პასუხს არავინ ეძებს და, ზოგადად, ეს საქმე არც არავის ახსოვს როგორც პოლიტიკოსთაგან, ისე არაპოლიტიკოსთაგან, თუმცა ამ საქმის “მთავარ გმირთან”, რომელიც თურმე “ძლივს დაუძვრა” ხელიდან პოლიციას, დაკავშირებით ძალიან საინტერესო მასალები არსებობს, რომელსაც დღემდე “ძვრა ვერ უყო” ვერავინ…

მეტი სიცხადისთვის:

ვიდრე საქმის მასალებზე გადავიდოდეთ, მინდა შეგახსენოთ კიდევ ერთი “უმნიშვნელო ფაქტი”. იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთი სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა, რომ “აი, ის კრიმინალი”, “აი, ის კანონიერი ქურდი” ლაშა შუშანაშვილი საქართველოში აპირებს ჩამოსვლას და რომ მან უკვე იცის, შუშანაშვილს ბილეთი რომ აქვს აღებული და თბილისში ჩამოვა პირველივე თვითმფრინავით, რომელიც თბილისის აეროპორტში დაჯდება. ამ განცხადების გაკეთების შემდეგ, თბილისის აეროპორტში ბევრი თვითმფრინავი დაჯდა, მაგრამ არც ერთს არ ჩამოუყვანია ლაშა შუშანაშვილი. ვინ-ვინ და სააკაშვილმა ძალიან კარგად იცოდა, რომ ლაშა შუშანაშვილი საქართველოში ვერ ჩამოვიდოდა და არა იმიტომ, რომ, ვთქვათ, მიშასი ეშინოდა, უბრალოდ, ჩამოსვლას ვერ შეძლებდა, რადგან ამ დროს საბერძნეთში ციხეში იჯდა. მაშ, რაში სჭირდებოდა მიშას ამ განცხადების გაკეთება, ისევე როგორც უტიაშვილს, _ საკითხავი აი, ეს არის…

ლაშა შუშანაშვილის მიმართ 223-ე პრიმა მუხლით გამოძიება დაიწყო 2006 წელს, მას შემდეგ, რაც კანონში დაემატა ე.წ. კანონიერი ქურდობის მუხლი. მუხლის “ბრწყინვალება და სიღატაკე” დღემდე მდგომარეობს ორ რამეში: თუ მხოლოდ ამ მუხლით აკავებენ ადამიანს და ეკითხებიან, “ხარ თუ არა კანონიერი ქურდი”, სადავო არაა, რომ პასუხზეა დამოკიდებული ამ ადამიანის “სტატუსის” მომავალი ბედი. ანუ დაკავებული თუ იტყვის, არ ვარ, 223-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებულ სასჯელს აუცილებლად ასცდება, მაგრამ შედეგად მიიღებს “გაბაზრებულ ინფორმაციას” და “გაჩერებას”. დამეთანხმებით, ალბათ, პროკურატურის “გაჩერებული” ვერასდროს რომ ვერ ამოისუნთქავს. და თუ იტყვის, “კანონიერი ქურდი ვარ”, მაშინ პროკურატურას უწევს ტვინის ჭყლეტა, როგორ დაამტკიცოს, “კანონიერი ქურდი” ორგანიზებულ დანაშაულში რომ არის ჩართული. ეს ძალიან კარგად იცოდნენ “ნაციონალურ საძმოში” და ამიტომ, როცა ლაშა შუშანაშვილის მიმართ 223-ე პრიმა მუხლით დაიწყეს გამოძიება, მოგვიანებით, მაგრამ მაინც, გამოძალვა დაურთეს თან. “პრემიერის” წინა ნომერში თქვენ წაიკითხეთ შუშანაშვილის “ხათრით” როგორ გახადეს “კანონიერი ქურდები” ყოფილი პროკურორი და გადაზიდვების ბიზნესის კიდევ ერთი წარმომადგენელი. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში ფიგურირებს ვინმე მამნიაშვილი, რომელსაც თურმე შუშანაშვილის დავალებით “აახიეს” საბერძნეთში რესტორანი, არსად არ არის ნახსენები, რომ ამ “ახევის” საქმეზე საბერძნეთში ლაშა შუშანაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და დადასტურდა, რომ არავითარ გამოძალვას ადგილი არ ჰქონია. საქართველო ევროპისკენ კი მიილტვის და საბერძნეთი კი არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მაგრამ საქართველოს იმჟამინდელმა ძალოვანმა უწყებამ არ დაუჯერა ბერძენ მოსამართლეს და შუშანაშვილს მამნიაშვილის “დაჩაგვრა” მაინც წაუყენა ბრალად. ანუ ქართულმა მხარემ არ ცნო საბერძნეთის სასამართლოს გადაწყვეტილება! მამნიაშვილი დღემდე არსად ჩანს, ეს საქმე კი, რაზეც უკვე გითხარით, დღემდე სასამართლოში დევს და 2011 წლიდან დღეის მდგომარეობით მხოლოდ ორი თუ სამი პროცესია ჩატარებული.

კარგით, ჩავთვალოთ, რომ ეს სულაც არაა ლაშა შუშანაშვილის მიმართ პირადი ინტერესით გამოწვეული. ამ საქმეში საინტერესო დეტალია შუშანაშვილის მოქალაქეობის თემა: ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ლაშა შუშანაშვილმა 2003 წელს, ვარდების რევოლუციამდე მთელი ხუთი თუ ექვსი თვით ადრე, დატოვა საქართველო და მას შემდეგ საზღვარი არ გადმოუკვეთავს. საქართველოდან წასვლამდე ერთი წლით ადრე, 2002 წელს, ლაშა შუშანაშვილმა თავისი პასპორტი “სადაც საჭირო იყო”, იქ ჩააბარა და ოფიციალურად განაცხადა: ვარ რუსეთის მოქალაქე, გავდივარ საქართველოს მოქალაქეობიდანო. ანუ 2002 წლიდან შუშანაშვილი საქართველოს მოქალაქე, ფაქტობრივად, აღარ იყო… შემდეგი: 2006 წელს 223-ე პრიმა მუხლის კანონში დაკანონების შემდეგ, მალევე შუშანაშვილის მიმართ დაიწყო საქართველოში გამოძიება. მიუხედავად იმისა, რომ სოდ-მა იცოდა შუშანაშვილი საქართველოს მოქალაქე რომ არ იყო, და მიუხედავად იმისა, რომ საქმეში დევს დამადასტურებელი დოკუმენტები, როცა შუშანაშვილი ძებნაზე დასვეს, მიუთითეს, რომ ის საქართველოს მოქალაქეა. ექსტრადირების მასალებშიც შუშანაშვილი საქართველოს მოქალაქედ დააფიქსირეს, არადა, 2006 წელს, აგვისტოში, სააკაშვილმა გამოსცა ბრძანება #465, რომლის მიხედვითაც შუშანაშვილი აღარაა საქართველოს მოქალაქე. ეს ერთი, მეორე, ყველგან არის მითითებული, რომ შუშანაშვილს საქართველოში 17-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი დაუსწრებლად. იმაზე, რომ არც ესაა სინამდვილე და არც ის, რომ შუშანაშვილი ნასამართლევია, წინა წერილებში უკვე გვქონდა საუბარი, ამიტომ ვიტყვი ერთს _ შუშანაშვილის მიმართ სასამართლოს განაჩენი ამ დრომდე არ დაუდგენია და სასამართლოს საქმე ჯერ არც განუხილავს!

2011 წელს 6 ოქტომბერს საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორის ნათია სონღულაშვილის მიერ, გამოტანილია დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, თუმცა ამ დადგენილებაში მითითებული არაა, როდის წარედგინა შუშანაშვილს დაუსწრებლად ბრალი. ინტერპოლის ცირკულარში ძებნაზე დასმიდან ცოტა ხანში შუშანაშვილის მონაცემები რაღაც “მანქანების წყალობით” გაქრა. ახლა თუ ვინმე იტყვის, რომ ეს თავად “კანონიერმა ქურდმა” შეძლო, სასაცილო იქნება, მაგრამ ფაქტია, საიტზე, რომელიც ღიაა და ყველას შეუძლია მისი დათვალიერება, გარკვეული პერიოდი შუშანაშვილი, როგორც ძებნილი, აღარ ფიგურირებდა. შუშანაშვილის მონაცემები ცოტა ხნის წინ ისევ გამოჩნდა ინტერპოლის ოფიციალურ გვერდზე. დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს, რომ ეს მონაცემები ახალი დადებულია, შუშანაშვილი ბედის ირონიით ზურაბ ადეიშვილის კომპანიის გარემოცვაშია “ჩასმული”…

წინა სტატია

საბერძნეთის სასამართლო – მიხეილ სააკაშვილის გუნდი “ჰარმონიულად” და “შეხმატკბილებულად” ატერორებდა ყველას!!

შემდეგი სტატია

როგორ „მოვნათლოთ“ პროკურორი კანონიერ ქურდად?!

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.