მთავარი»საზოგადოება»„იცით, ვინ აჭერინებდა გამხეცებულ მხედრიონელებს ე.წ.ზვიადისტ სტუდენტებს?“

„იცით, ვინ აჭერინებდა გამხეცებულ მხედრიონელებს ე.წ.ზვიადისტ სტუდენტებს?“

22
გაზიარებები
Pinterest Google+

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს:

„1992 წლის თებერვალია !!! უნივერსიტეტში ავედი !!! მცირე მიტინგს ვაპირებთ !!! ბაღში ვართ,შიგნით !!! გაჩერებასთან 3 ე.წ.სამხედრო კოლხოზნიკი გაჩერდა,იქიდან სისხლსმოწყურებული მხედრიონელები გადმოვიდნენ !!! “აი ესენი,ესენი არიან ზვიადისტები,დროზე დაიჭირეთ,გაგასწრებენ,გაიქცევიან “- გაყვიროდა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული რამდენიმე ახალგაზრდა და ჩვენსკენ თითით ანიშნებდა !!! მხედრიონელებმა რამდენჯერმე ჰაერში გაისროლეს და ჩვენსკენ გამოიქცნენ !!! თავქუდმოგლეჯილები გავიქეცით,ზოოპარკში ჩავირბინეთ და გმირთა მოედანზე გავარდით.უკან სროლის ხმა არ წყდებოდა.4-5 კაცმა გამოვასწარით.დანარჩენები დაიჭირეს !!! სადარბაზო-სადარბაზო ვიარე სახლამდე !!! დაახლოებით 1 საათში კარებზე ზარია,ისმის ჩახლეჩილი ხმა-“სამხედრო საბჭოდან ვართ, კარი გააღეთ, თორემ ავაფეთქებთ”,დედამ კარი გააღო, დაახლოებით 15 შეიარაღებული კაცი შემოვარდა. დამაპატიმრეს ……………. დანარჩენს აღარ გავაგრძელებ, მხოლოდ ერთს ვიტყვი, მაშინ პირველად (იმედია, უკანასკნელად) გამოვცადე ჩემს თავზე ე.წ.გუსარსკაია რულეტკა !!! როგორც შემდეგ გავიგე უნივერსიტეტში დაპატიმრებული სხვა სტუდენტები საშინლად უწამებიათ !!! ——— რატომ გავიხსენე ეს ისტორია. მინდა წლების შემდეგ გითხრათ-ის ახალგაზრდები,რომლებიც უნივერსიტეტის ბაღში გამხეცებულ მხედრიონელებს თითით აჩვენებდნენ და აჭერინებდნენ ე.წ.ზვიადისტ სტუდენტებს იცით ვინ იყვნენ ???? გიგა ბოკერია,გივი თარგამაძე და გიორგი მაისურაძე !!! დანარჩენი დასკვნები თქვენთვის მომინდვია !!!“ – წერს სანდრო ბრეგაძე. 

წინა პოსტი

მოისურვებთ თუ არა ისეთი მექანიზმით ნატო-ში მიღებას, რომლის მიხედვითაც მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ საქართველოს მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიას

შემდეგი პოსტი

ქარელის რაიონში 25 წლის ჯარისკაცს ეძებენ - ოჯახი დახმარებას ითხოვს