მთავარი»საზოგადოება»„ისეთ მაბრალობლების ერად ვიქეცით, რომელსაც მგონია, ჯოჯოხეთშიც კი არ ელოდებიან“

„ისეთ მაბრალობლების ერად ვიქეცით, რომელსაც მგონია, ჯოჯოხეთშიც კი არ ელოდებიან“

16
Shares
Pinterest Google+

ისტორიკოსი გიორგი კალანდია ნოდარ ხადურის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ემოციური წერილით ეხმიანება. მისი თქმით, ქართული საზოგადოება დაუნდობელი და შეუწყნარებელია.

„მე ნოდარ ხადურს არ ვიცნობდი, ერთადერთხელ ვნახე სამხატვრო აკადემიაში პრეზენტაციაზე… მის შესახებ საზოგადოებრივი აზრის ტყვეობაში მეც ვიყავი და რა თქმა უნდა, მკვეთრად უარყოფითი წარმოდგენისა გახლდით… დღეს აღმოჩნდა რომ 3-ოთახიან ბინაში უცხოვრია, არც მდიდარი კაცი ყოფილა, ციკნის ხორცსაც არ ჭამდა და ღრეობაც ფრიად სძაგდა თურმე… ჰოდა, სხვების ნაცვლად მე შემრცხვა…

როგორი დაუნდობელია ქართული საზოგადოება, შეუწყნარებელი. ამაღამ ამ თემაზე უამრავი მოღლიცინე, ბულინგის თანაავტორი თუ ცილისმწამებელი ლოგინში ჩაწვება და დაიძინებს, არ შეაწუხებს სინდისი 49 წლის კაცს მიწაში ამდენი ბოროტება, ტყუილი, ჭორი და ზიზღი რომ გაატანა! დავით აღმაშენებლის მემატიანე წერს რომ მეფეს უამრავი მაბრალობელი ჰყოლია, ჰოდა მაბრალობლების ერად ვიქეცით, ისეთ მაბრალობლებისა რომელთაც მგონია ჯოჯოხეთშიც კი არ ელოდებიან“, – წერს კალანდია.

წინა სტატია

„შემზარავია თუ როგორ დაკარგა თავშეკავება გამოცდილმა ამერიკელმა დიპლომატმა“ - ჯო ჯონსონი

შემდეგი სტატია

„არასდროს დამჭირვებია მდინარაძისგან და ვოლსკისგან დაცვა, აქეთ ხართ დასაცავები.. თქვენ ხართ მშიშრები და კურდღლები“