მთავარი»Slider»IRI: ჯარი 86%, ეკლესია 85%, ბაქრაძე 57%, კალაძე 49% – კვლევაში 1500-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა

IRI: ჯარი 86%, ეკლესია 85%, ბაქრაძე 57%, კალაძე 49% – კვლევაში 1500-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა

5
გაზიარებები
Pinterest Google+

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, ინსტიტუტების რეიტინგში გამოკითხულთა 86 პროცენტის კეთილგანწყობით ჯარი ლიდერობს, მას მოსდევს ეკლესია 85 პროცენტით. რეიტინგში მესამე ადგილს მედია იკავებს – გამოკითხულთა 72 პროცენტს ქართული მედიის მუშაობა მოსწონს. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 59 პროცენტს პოლიციის მუშაობა მოსწონს.
სხვა ინსტიტუტების მიმართ ნდობის მაჩვენებლები ასეთია:
საჯარო განათლება – 51 პროცენტი, ადგილობრივი ხელისუფლება – 46 პროცენტი, მთავრობა – 37 პროცენტი, პარლამენტი – 37 პროცენტი, ცენტრალური საარჩევნო კომისია – 36 პროცენტი, პრემიერ-მინისტრის ოფისი – 34 პროცენტი, პოლიტიკური პარტიები – 28 პროცენტი, გუბერნატორები – 27 პროცენტი, პროკურატურა – 27 პროცენტი, ეროვნული ბანკი – 27 პროცენტი, პრეზიდენტის ოფისი – 27 პროცენტი, სასამართლოები კი 25 პროცენტი.
კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მცხოვრებმა. კვლევის ცდომილება არ აღემატება პლუს-მინუს 2.5 პროცენტს.
გამოკითხულთა 57 პროცენტის კეთილგანწყობით „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე სარგებლობს, მეორე ადგილზეა თბილისის მერი კახა კალაძე – 49 პროცენტით, მესამეზე კი „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი – 47 პროცენტი.
პოლიტიკური ლიდერების რეიტინგში პროცენტები ასე გადანაწილდა:
გრიგოლ ვაშაძე – 41 პროცენტი, ალექსანდრე ელისაშვილი – 39 პროცენტი, გიორგი გახარია – 39 პროცენტი, შალვა ნათელაშვილი – 39 პროცენტი, გიორგი ვაშაძე – 34 პროცენტი, ნიკა მელია – 34 პროცენტი, ირაკლი ღარიბაშვილი – 33 პროცენტი, ბიძინა ივანიშვილი – 32 პროცენტი, ნინო ბურჯანაძე – 31 პროცენტი, გიგი უგულავა – 31 პროცენტი, მამუკა ხაზარაძე – 29 პროცენტი, ირმა ინაშვილი – 29 პროცენტი, არჩილ თალაკვაძე – 25 პროცენტი, სალომე ზურაბიშვილი – 23 პროცენტი, კახა შარტავა – 19 პროცენტი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – 14 პროცენტი, ლევან იოსელიანი – 3 პროცენტი.
კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მცხოვრებმა. კვლევის ცდომილება არ აღემატება პლუს-მინუს 2.5 პროცენტს.
საქართველოს მოსახლეობის 78 პროცენტს, რომელსაც სმენია სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ, ემხრობა აღნიშნულ ცვლილებას.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, გარდა ამისა, გამოკითხულთა 78 პროცენტი მიიჩნევს, რომ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა დადებითად იმოქმედებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაშინ, როცა საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლები დრო რჩება, მთავარი უპირატესობის მქონე ძალა ჯერ კიდევ არ არის გამოკვეთილი.
„იქიდან გამომდინარე, რომ ამომრჩეველთა 61 პროცენტი არჩევნებისთვის ეკონომიკურ პროგრამაზე აკეთებს აქცენტს, ხოლო ერთი მესამედი ჯერ ისევ გადაუწყვეტელია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება მათი პირველი არჩევანი, იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც შეიმუშავებენ თანმიმდევრულ და მიმზიდველ ეკონომიკურ პლატფორმას, ყველაზე დიდი შანსი ექნებათ, შექმნან საპარლამენტო უმრავლესობა“,- აღნიშნულია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევაში.
კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მცხოვრებმა. კვლევის ცდომილება არ აღემატება პლუს-მინუს 2.5 პროცენტს.

წინა პოსტი

"თუ ბიძინა ივანიშვილთან არ გინდათ, ჩემთან, გრიშა ონიანთან გაერთიანდით სტალინის პარტიაში"

შემდეგი პოსტი

ქართული ოცნება 23%, ნაცმოძრაობა 15%, პატრიოტთა ალიანსი 4%, შენების მოძრაობა 1% - ოპოზიცია ჯამში 41%