მთავარი»საზოგადოება»ირანში ეპიდსიტუაციის გაუარესება არის სერიოზული პრობლემა მისი მეზობელი ქვეყნებისთვის

ირანში ეპიდსიტუაციის გაუარესება არის სერიოზული პრობლემა მისი მეზობელი ქვეყნებისთვის

6
გაზიარებები
Pinterest Google+

„ირანში, სამწუხაროდ, რთულდება სიტუაცია. როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, გარდაცვლილთა რიცხვი არის 5 და ინფიცირებულთა რიცხვი რამდენიმე ასეული“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ირანში არსებულ სიტუაცია მნიშვნელოვან პრობლემას წარმოდგენს მეზობელი ქვეყნებისთვისაც.

„ჩვენ ირანთან გვაქვს ინტენსიური მიმოსვლა, ამიტომ საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს შესაბამის ღონისძიებებზე, რა უნდა გავაკეთოთ. საბჭო მიიღებს ამის შესახებ გადაწყვეტილებას, მე უკვე მივეცი მათ რეკომენდაციები. ირანში ეპიდსიტუაციისგაუარესება არის სერიოზული პრობლემა მისი მეზობელი ქვეყნებისთვის. ზოგიერთმა ქვეყანამ მიიღო უკვე გადაწყვეტილება, შესაბამისად, საქართველოშიც იქნება მიღებული გადაყწყვეტილებები. თუ როგორი, ამას უკვე ცოტა ხანში გაიგებთ“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წინა პოსტი

ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ

შემდეგი პოსტი

„არავის უთქვამს რომ სიგარეტის ფასი ხვალ და ზეგ უნდა გახდეს 10 და 15 ლარი“