მთავარი»საზოგადოება»„ირანში,500-კაციან სუფრაზე მუსლიმანებმა ჩვენს პატრიარქს სთხოვეს ლოცვის წარმოთქმა“

„ირანში,500-კაციან სუფრაზე მუსლიმანებმა ჩვენს პატრიარქს სთხოვეს ლოცვის წარმოთქმა“

269
გაზიარებები
Pinterest Google+

„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რომ უდიდესი პიროვნებაა, ამას არა მხოლოდ მართლმადიდებლები, არამედ, ასევე კათოლიკები, მუსლიმანები და იუდეველებიც კი აღიარებენ. “ღვთის კაცი ვიპოვეო”, – გაოცება ვერ დამალა რომის პაპმა ილია მეორესთან შეხვედრისას, ღვთის კაცი – ნიშნავს წმინდანს და ამას იგი იმეორებდა ყველგან. უპრეცედენტო შემთხვევა იყო ისიც, რომ ირანში ყოფნის დროს, სასულიერო პირების დაახლოებით, 500-კაციან სუფრაზე მუსლიმანებმა ჩვენს პატრიარქს სთხოვეს ლოცვის წარმოთქმა. სუფრის კურთხევისას ჯვარი უნდა გამოვსახოო, – უთხრა. გამოსახეთო! დაუჯერებელია, რომ ეს მოხდა მკაცრ მუსლიმანურ ქვეყანაში, ირანში, სადაც დღემდე შარიათი მოქმედებს. კავკასიელ მუსლიმანთა მეთაურმა, შეიხმა ფაშა ზადემ განაცხადა,-პატრიარქი ილია ჩემი მასწავლებელი და მოძღვარიც არისო, კავკასიელმა მუსლიმანებმა კი უთხრეს,- თქვენ მარტო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კი არა, კავკასიის პატრიარქიც ხართო! მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი)

geotimes.ge

 

წინა პოსტი

„არ მაჩვენებს შვილს და არღვევს როგორც ჩემს, ისე ბავშვის უფლებებს“ - ავთანდილ ხარაძის პირველი კომენტარი

შემდეგი პოსტი

„პეტრე არის ანტიეკლესიის მამამთავარი და ვინც მას გაყვება, არის ანტიქრისტე"