მთავარი»სამართალი»ირანელები სავალუტო ჯიხურს თავს დაესხნენ, მოლარე გოგონა მძიმე მდგომარეობაშია

ირანელები სავალუტო ჯიხურს თავს დაესხნენ, მოლარე გოგონა მძიმე მდგომარეობაშია

41
გაზიარებები
Pinterest Google+

„მედიაცენტრი მთავარის“ ინფორმაციით, 15 იანვარს, ყოფილ პეროვსკაიას ქუჩაზე, ვალუტის ერთ-ერთ გადამცვლელ ჯიხურს თავს დაესხნენ. მძიმედ არის ნაცემი მოლარე ოპერატორი გოგონა. თავდამსხმელები მის გაგუდვას ცდილობდნენ, რომელიც გამვლელებმა გადაარჩინეს.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“  წყარომ მიაწოდა ინფორმაცია,  გოგონა სიკვდილს სწორედ გამვლელმა ახალგაზრდა მამაკაცებმა გადაარჩინეს.

„თავდასხმა მოხდა 15 იანვარს, დაახლოებით 21:00 საათიდან 21:30-საათამდე. მაშინ, როცა მოლარე ოპარატორი სავალუტო ჯიხურს კეტავდა. მას თავს დაესხა ორი ირანელი, დაახლოებთ 30 წლამდე ასაკის მამაკაცები. გოგონა სასტიკად სცემეს. სავარაუდოდ, ცდილობდნენ მის გაგუდვას, რომ შემდეგ გადამცვლელ ჯიხურში თავისუფლად „ემუშავათ“. მაგრამ, ორმა ახალგაზრდა მამაკაცმა გადაარჩინა ეს გოგონა, რომლებიც ფაქტს შეესწრნენ. მათ ერთ-ერთი თავდამსხმელი დააკავეს და პოლიციას ჩააბარეს, ხოლო მეორემ გაქცევა მოახერხა“, – მოუყვა წყარო „მედიაცენტრ მთავარს“.

რაც შეეხება ნაცემ გოგონას, მას ფეხზე უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დრომდე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება. წყაროს ინფორმაციით, თავდამსხმელები ნიღბების გარეშე იყვნენ.

mcm.ge

წინა პოსტი

ზურაბ ჯაფარიძე 2000 ლარით დაჯარიმეს

შემდეგი პოსტი

„ნაახალწლარ ჩიჩილაკებს თუ არ გადაყრით და ჩვენ მოგვიტანთ, ძალიან გაგვახარებთ“ - ზოოპარკი მიმართვას ავრცელებს