მთავარი»კატეგორიის გარეშე»იქნებ მთელ მსოფლიოს აუკრძალოთ დიდების მემორიალების, უცნობი ჯარისკაცის საფლავების გვირგვინებით შემკობა?!

იქნებ მთელ მსოფლიოს აუკრძალოთ დიდების მემორიალების, უცნობი ჯარისკაცის საფლავების გვირგვინებით შემკობა?!

0
Shares
Pinterest Google+

“მიცვალებულთა უფლებების დამცველიც გვყოლია.
ყველანაირი დამცველი გვყავს, ეს ერთი ნიშა იყო თავისუფალი და დაიკავა ადამიანმა. მოკლედ, “იმედის” გუშინდელი სიუჟეტი მიცვალებულთა უფლებადაცველის საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ ყოფილა. მე მეგონა ხელისუფლება აპირებდა ყვავილების მიტანის აკრძალვას.

თეზისებად, ჯერ კითხვები:

– მიცვალებულთა უფლებადამცველი რა უბედურებაა, ითხოვენ რაიმეს?
– ჩვენი მიცვალებულების უფლებების დაცვა ვინმეს ვთხოვეთ?
– სასაფლაოზე მიცვალებულების საპატივცემულოდ ყვავილების მიტანა თუ არ შეიძლება, იქნებ მთელ მსოფლიოს აუკრძალოთ დიდების მემორიალების, უცნობი ჯარისკაცის საფლავების გვირგვინებით შემკობა?!
– 3-დღიან ვადას რომ ითხოვთ, იქნებ ვერ ასწრებს ადამიანი სამ დღეში დაკრძალვას? იცით რა ღირს საფლავის შეძენა, განსაკუთრებით თბილისში?
– გაუბედურებულ ადამიანს, რომელმაც, დავუშვათ და სურდა მესამე დღეს დაკრძალვა და ფინანსური პრობლემების გამო ვერ მოახერხა, მეოთხე დღეს, დახმარების ნაცვლად, ჯარიმა უნდა გამოუწეროთ?
– გარდაცვლილების უფლებებს იცავთ და ცოცხლებს ასამარებთ, რათა დასაცავი კონტიგენტი გაზარდოთ?
– მიტოვებული/უპატრონო მიცვალებულების უფლებებს რატომ არ იცავთ?
– იმედია სასახლეების დამზადებას არ მოითხოვთ სწრაფად ხრწნადი მასალებისგან?!

მოსაზრებები:
– პირადად მე ჩემი მიცვალებულების უფლებადამცველი არ მჭირდება. მივხედავთ როგორმე.
– ყვავილების მიტანას სჯობს პანაშვიდებზე მოვუკლოთ და ყვავილებში დახარჯული 5, 10 თუ 30 ლარი ოჯახს გადავცეთ. შემოვიღოთ ტრადიციად, დავდგათ ყულაბები და ჩავუყაროთ ეს ფული. იმდენი ადამიანი დადის სამძიმარზე და პანაშვიდზე, ოჯახს რაღაც დახმარება შეუგროვდება;
– ჩემი პოზიციაა და ბევრი იზიარებს, ნელ-ნელა უარი ვთქვათ ხალხმრავალ ქელეხებზე. გარდაცვლილის მოსაგონებლად ძალიან ვიწრო წრე, უახლოესი ადამიანების, ოჯახის წევრების, სრულიად საკმარისია;
– ახლობლის საფლავზე, ძმათა სასაფლაოზე ყვავილების მიტანა მრავალსაუკუნოვანი ტრადიციაა ჯერ კიდევ ძველი ბერძნების, რომაელების, ასევე ქრისტიანობის საწყისი პერიოდიდან (სხვადასხვა დროს სხვადასხვა თავისებურებებით). ეს ტრადიცია მრავალ ქვეყანაშია და დღეს გვსურს ჩვენთან ავკრძალოთ?
– სასაფლაოების დასასუფთავებლად ფულს ვიხდით. თუ სადმე პრობლემებია, მოკითხეთ ადმინისტრაციას, რომ გამხმარი ყვავილებისგან დაასუფთაონ საფლავები. ადმინისტრაცია კი ჭირისუფალთან გაარკვევს.

ესაა მოკლედ. შეიცვალეთ სფერო და ცოცხლების უფლებები დაიცავით, რათა დიდხანს იცოცხლონ, გარდაცვლილებს ცოცხლები მიხედავენ”, – ასე ეხმაურება საქართველოს საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი ამირან სალუქვაძე.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ინფორმაციას: მოქალაქე, ანზორ ჯაიანმა პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება დაარეგისტრირა. „მიცვალებულისადმი მოპყრობის შესახებ” წინადადება საფლავზე საკვების მიტანის აკრძალვას ითვალისწინებს. საკანონმდებლო წინადადება მიცვალებულისადმი მოპყრობის ერთიანი წესების შემოღებას ითვალისწინებს. იგი აწესებს შესაბამისი პასუხისმგებლობის საფუძვლებსა და ზომებს, განსაზღვრავს მაკონტროლობელ სუბიექტებს. პროექტის მიზანია, დაიცვას მიცვალებულის პატივისა და ღირსების უფლება, გარემოს ეკოლოგიური ინტერესები. წინადადება შემდეგი ქმედების აკრძალვას ითვალისწინებს:  ა)სასაფლაოზე საკვები პროდუქტების მიტანას ან/და დატოვებას; ბ)სასაფლაოზე ალკოჰოლური სასმელების მიღებას; გ)სასაფლაოზე ყვავილების ან სხვა მცენარეების მიტანას, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი მოხდება მათი დარგვა და გარემოს გამწვანება; დ)მიცვალებულის არდასაფლავებას მისი გაწერიდან სამი დღის განმავლობაში; ანზორ ჯაიანის წინადადება ამ ნორმების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასაც ითვალისწინებს:  დარღვევისათვის პასუხისმგებლობა დგება შემდეგნაირად: ა) ფიზიკური პირისათვის 20 ლარი; ბ) იურიდიული პირისათვის 10 ლარი; ადმინისტაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისათვის ფიზიკური/იურიდიული პირი ისჯება პირველი ჯარიმის ორმაგი ოდენობით. პროექტის თანახმად, ზედამხედველობას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის  აღმასრულებელი ორგანოები მათ მიერ უფლებემოსილებით აღჭურვილი შესაბამისი პირების მეშვეობით. „ამ კანონს არა აქვს უკუძალა და არ ვრცელდება იმ ურთიერთობებზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე განხორციელდა”, – ნათქვამია საკანონმდებლო წინადადებაში. პარლამენტში საკანონმდებლო წინადადების წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს. რამდენიმე წლის წინ  კი BBC-მ საქართველოში საფლავებზე სუფრის გაშლის შესახებ სიუჟეტი მოამზადა. რამდენიმე დღის წინ, ტვ “იმედის” მიერ მომზადებული სიუჟეტის ეთერში გასვლამდე ამირან სალუქვაძე წერდა: “საფლავზე დალევის მომხრე არ ვარ. მაგრამ, ადამიანებს ნაყიდი აქვთ ის მიწები და მათი საკუთრებაა გარდაცლილებიანად. დალევს იქ, შეჭამს, ყვავილებს მიიტანს თუ მდუმარედ მოიგონებს, მათი გადასაწყვეტია და არა ხელისუფლების. კანონები მივიღეთ საჯარო თავშეყრის ადგილებში სპირტიანი სასმელის დალევაზე და მაინც სვამენ. მაგას მივხედოთ. საფლავებს ჭირისუფალი და სასაფლაოს ადმინისტრაცია მიხედავენ. სხვათაშორის, ყველა სასაფლაოზე ჭირისუფალი იხდის საფასურს საფლავების დასუფთავებაში. უმჯობესია ქელეხების მავნე ტრადიცია გავაუქმოთ, სკოლებში ეთიკის და ქცევის ნორმები უფრო ეფექტიანად ვასწავლოთ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (სხვებს ვერ დავავალდებულებთ) სოციალური რეკლამებისთვის და საზოგადოებისთვის საჭირო გადაცემებისთვის სათანადო დრო და რესურსი გამოჰყოს. ქელეხია მავნე გადმონაშთი. დაკრძალვის ცერემონიის შემდეგ ვახშამზე ოჯახის წევრებს გარდა არავის მისვლა არაა საჭირო. რაღაც უაზრო წესები შილას ჩამოვლამდე რომ ელოდებიან და… ის რომ საფლავზე იქნები თუ ღამის კლუბში, ოჯახში თუ რესტორანში, არ უნდა გამოსკდე ღვინით, არ უნდა დაანაგვიანო და საზოგადოება არ შეაწუხო, ელემენტარული ნორმაა. გადაცემის ანონსი ვნახე. დანარჩენს ვნახავ გადაცემაში რა ნორმების ინსტრუქციებს წაგვიკითხავენ”.

წინა სტატია

დამნიშნონ ერთი კვირით მთავარ პროკურორად

შემდეგი სტატია

ღრმად პატივცემულო მიხეილ ნიკოლოზის ძევ, მე ემიგრანტი ვარ...

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.