მთავარი»მსოფლიო»ინგლისსა და უელსში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა გაორმაგდა

ინგლისსა და უელსში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა გაორმაგდა

8
Shares
Pinterest Google+

 

ინგლისსა და უელსში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა გაორმაგდა. ამის შესახებ გამოცემა „გარდიანის“ მიერ ჩატარებული კვლევა მეტყველებს.

გამოცემის ანალიზის შედეგად მიღებული მონაცემებით, 2013-2014 წლების პერიოდთან შედარებით, 2017-2018 წლებში ლგბტ პირების მიმართ სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა 144%-ით არის გაზრდილი. 2018 წელს პოლიციის მიერ დაფიქსირებულია ტრანსფობიისა და ჰომოფობიის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის 11 600 შემთხვევა, 2013 წელს კი – 4 600. ამასთან, 2018 წელს აღნიშნული დანაშაულის თითქმის ნახევარი, 46% წარმოადგენდა ძალადობრივ ქმედებებს – ფიზიკური შეურაცხყოფიდან სხეულის მძიმე დაზიანებამდე. აღნიშნული კვლევა „გარდიანმა“ მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ლონდონში ავტობუსში ორ ლესბოსელ ქალს სცემეს.

წინა სტატია

პოლიციის კორდონი და ყვითელი ავტობუსები - ლგბტ თემი ტერიტორიის დატოვებაზე უარს ამბობს

შემდეგი სტატია

„არ გვინდა ეს დაპირისპირება, აშშ-ს ელჩს კი ეს უნდა“ - დეკანოზი დავით ისაკაძე

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.