მთავარი»Slider»„იმედია, თურქული მხარე აუტკივარ თავს არ აიტკივებს“ – რას ამბობს ლავასოღლის მოსალოდნელ გათავისუფლებაზე მისი ადვოკატი?

„იმედია, თურქული მხარე აუტკივარ თავს არ აიტკივებს“ – რას ამბობს ლავასოღლის მოსალოდნელ გათავისუფლებაზე მისი ადვოკატი?

9
გაზიარებები
Pinterest Google+

თურქულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის ციხეში მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს მინდია გორაძეს, იგივე ლავასოღლის მალე გაათავისუფლებენ. სტატიას  გაზეთი “საბაჰი” თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით აქვეყნებს.

გაზეთში აღნიშნულია, რომ ინტერპოლის წითელი ცირკულარით  ძებნილი პირის ქართული მხარისთვის გადაცემის საქმეზე არაერთი მოთხოვნიის მიუხედავად, ოფიციალურმა თბილისმა ექსტრადირება არ მოახდინა. ამასთან, თებერვალში გადის კანონით გათვალისწინებული ვადა, რომლის შემდგომაც თურქეთის ხელისუფლება იძულებული იქნება ლავასოღლი გაათავისუფლოს.

ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე თურქეთში 2018 წლის ოქტომბერში დააკავეს. 2018 წლის ზაფხულში ბათუმის საქალაქო სასამართლომ ის 2231 მუხლის მეორე ნაწილით („კანონიერი ქურდობა“) და 2232 მუხლით („ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა) დამნაშავედ ცნო და დაუსწრებლად 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. თურქეთის ციხეში ყოფნის დროს ე.წ. კანონიერმა ქურდმა პროტესტის უკიდურეს ფორმას – მშრალ შიმშილობას მიმართა,  რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დააზიანა.  ლავასოღლის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე „პროგრესნიუსთან“ ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უკანონო პატიმარია და თურქული მხარე ვალდებულია კანონით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელოს.

 

_ დიდი ხანია ვამბობთ, რომ საქართველოს მოქალაქე მინდია ლავასოღლი უკანონო პატიმარია და გაუსაძლის მდგომარეობაში იმყოფება. ვგულისხმობ უკანონობათა მთელ კასკადს, რასაც მის მიმართ ჰქონდა ადგილი და ძალიან სამწუხაროა, რომ თურქეთის რესპუბლიკა, ამ უკანონო ქმედებებში პირდაპირ თუ ირიბად ჩართული აღმოჩნდა. ტყუილია, რომ საქართველოს მხარე არ მოითხოვს მის ექსტრადაციას. ლავასოღლი სწორედ იმიტომ არის დაკავებული, რომ ჩვენი მხარე ექსტრადაციას ითხოვს, თორემ მას დანაშაული არ ჩაუდენია და არც ედავებიან. საქართველო ითხოვს ექსტრადაციას,მაგრამ თურქეთის რესპუბლიკა არ გადასცემს იქიდან გამომდინარე, რომ საფუძველი არ არსებობს. დაახლოებით ამაზე მიდის მთელი პროცესები.  თურქეთის  სასამართლომ  ექსტრადაციის საკითხი ორჯერ განიხილა, მაგრამ ქართულმა მხარემ ვერც ერთხელ დაასაბუთა, რომ პატიმრის ექსტრადაცია უნდა მომხდარიყო. ცნობისთვის, საექსტრადაციო ვადები მანამდე ამოიწურა, სანამ ე.წ. ექვსთვიანი ვადის ათვლა დაიწყებოდა, მაგრამ ლავასოღლი  ჩვენი მხარის მოთხოვნით ციხეში რჩებოდა.  ის ორჯერ გამოუშვეს ციხიდან. პირველ შემთხვევაში გარეთ 1 დღე იყო, ხოლო მეორე შემთხვევაში – 40 წუთი. შემდეგ დააკავეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თურმე საქართველოს მხარეს მინდია ლავასოღლის ინტერესი კვლავ აქვს. ეს არის სრული უკანონობა და განუკითხაობა.
_ თურქულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინდია გორაძე საპყრობილეს თებერვალში დატოვებს.
– იმედი მაქვს, რომ ასეც მოხდება. აქამდეც უნდა გამოეშვათ იმიტომ, რომ შიმშილობის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სახარბიელოა. იმედია, თურქული მხარე აუტკივარ თავს არ აიტკივებს და იზრუნებს, რომ პატიმრის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას და რა თქმა უნდა, მისი მოქალაქეობრივი უფლებები სამართლებრივად დაცული იყოს.
_ გათავისუფლების შემთხვევაში, ლავასოღლი საქართველოში დაბრუნდება?

_  გათავისუფლების შემთხვევაში, თურქეთი თავის ქვეყანაში დატოვებს ან ე.წ. მესამე ქვეყანაში გაუშვებს. მესამე ქვეყანა შეიძლება იყოს ნებისმიერი ქვეყანა საქართველოს  გარდა.
_ როგორც ვიცი, გენერალური პროკურორობის კანდიდატთა შორის ხართ. არჩევის შემთხვევაში რას შეცვლით პროკურატურის მუშაობაში?
_ ჩემი მთავარი მოთხოვნაა, რომ პროკურატურაში მოხდეს ძირეული რეფორმები ანუ ადამიანური რესურსის შეცვლა და გადახალისება. ვფიქრობ, თანამდებობები უნდა დატოვონ ადამიანებმა, რომლებიც უაპელაციოდ ემსახურებოდნენ წინა ხელისუფლებას და ემსახურებიან დღევანდელ ხელისუფლებას. ასევე უნდა ამაღლდეს პროფერსიონალიზმი. დღეს პროკურორს მხოლოდ გამოძიების მიერ მიტანილი ინფორმაციის გაჟღერების უფლება აქვს, ფაქტობრივად, საგამოძიებო მოქმედებებში აღარ ერევა და პროცესზე გამხმოვანებლად გამოდის. ამიტომ მე პროკურორების პროფესიონალიზმის ამაღლებაზე ვიმუშავებდი და რაც ყველაზე მთავარია, პროკურატურას რომელიც სამწუხაროდ, პოლიტიკურ ინტრუმენტად არის ქცეული, ხალხის სამსახურში ჩავაყენებდი.

„პროგრესნიუსი“

წინა პოსტი

საიდუმლო მისიამ მსოფლიოში უკანასკნელი ვოლემიას ფიჭვები ხანძრისგან იხსნა

შემდეგი პოსტი

ირაკლი შოთაძე მზადაა, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დაბრუნდეს