მთავარი»პოლიტიკა»იმ ცხრა წლის მანძილზე უდიდესი სისასტიკეები იყო ჩადენილი, მაგრამ ეს ხდებოდა სახელმწიფო ინსტიტუციების აღმშენებლობის პარალელურად

იმ ცხრა წლის მანძილზე უდიდესი სისასტიკეები იყო ჩადენილი, მაგრამ ეს ხდებოდა სახელმწიფო ინსტიტუციების აღმშენებლობის პარალელურად

5
გაზიარებები
Pinterest Google+

იმ ცხრა წლის მანძილზე უდიდესი სისასტიკეები იყო ჩადენილი, მაგრამ ეს ხდებოდა სახელმწიფო ინსტიტუციების აღმშენებლობის პარალელურად, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანების „კანონი და სამართალი“ თავმჯდომარემ, თაკო ჩარკვიანმა დამფუძნებელ ყრილობაზე განაცხადა.

„დღეს, სახელმწიფო ინსტიტუციების ნგრევის პარალელურად, კიდევ უარესი სისასტიკეებია. საქართველოს წინააღმდეგ აბსოლუტურად მიზანმიმართული საბოტაჟური გეგმა მოქმედებს, ეს არის რუსული კორუფციული მართვის სტილი“, – აღნიშნა ჩარკვიანმა.

მისივე თქმით, უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ხელისუფლებაში კოალიციური მთავრობა უნდა მოვიდეს.

„პირადად მე შემომეპარა 2012 წელს რუსული კორუფციული მართვის ვასალი, რომელიც ახლა მიზის შუშის სასახლეში და ჩემი სამშობლო უნდა, რომ მოთაგოს, დაიბევოს, იყიდოს. ჩვენ ვუყურებთ ახალგაზრდები როგორ გვრჩებიან უმუშევრები, უქონელნი, გაუნათლებლები. ვიღაც ჩვენს ბიუჯეტს ჭამს, მერე მჭამელები გამოდიან და ამაზე გვესაუბრებიან, რომ ბიუჯეტიდან 700 მლნ არის გატანილი, ინფრასტრუქტურიდან მილიონ ნახევარია წაღებული. ამას ვამბობ, რაც პრესკონფერენციაზე გაჟღერდა თავად პარტიის ხელმძღვანელის, ჩემთვის არაფორმალური მმართველის, ივანიშვილის მიერ. ცაიტნოტშია საქართველო. რა რადიკალიზმზე ვსაუბრობთ. ამ გუნდში ვისაც ხედავთ, ყველაზე რადიკალური მე ვარ. ვადამდელი არჩევნებია საჭირო, სასწრაფოდ უნდა წავიდეს ხელისუფლება. მათ ვერ მართეს და ვერ უპატრონეს ჩემს ქვეყანას. მათ ჩემი ქვეყნის მოწინააღმდეგეებად მივიჩნევ. ადამიანურად ვთხოვდი – ჭკუა და გონება ადამიანს იმისთვის აქვს, რომ ღირსეულად წავიდეს, ივანიშვილი უნდა წავიდეს და უნდა მოვიდეს კოალიციური მთავრობა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

პოლიტიკური გაერთიანების „კანონი და სამართალი“ დამფუძნებელ ყრილობაზე თაკო ჩარკვიანმა საკუთარი გუნდი წარადგინა. ყრილობას ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებიც.

წინა პოსტი

ხაზარაძეს - ჯაფარიძემ, ჯაფარიძეს - გახარიამ, თავად გახარიას ვინ გადასცა წერილი?

შემდეგი პოსტი

ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკებმა დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სასამართლოში უჩივლეს