მთავარი»მსოფლიო»იაკუტიაში, გაყინული ნათესავის გასვენებაში მიმავალი მამაკაცი გზაში გაიყინა

იაკუტიაში, გაყინული ნათესავის გასვენებაში მიმავალი მამაკაცი გზაში გაიყინა

10
გაზიარებები
Pinterest Google+

იაკუტიაში, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილზე, ორი ნათესავი მამაკაცი გაიყინა. გამოძიების მასალების თანახმად, პირველი 55 წლის მეჯოგე იყო. 18 იანვარს მან ნაცნობებთან ერთად დალია და შემდეგ ერთ-ერთ თანამეინახეს ფერმაში გაყოლა თხოვა. ფერმამდე მისასვლელად, ნასვამ მამაკაცებს რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა მოუწიათ. გარდაცვლილს არასეზონური ტანსაცმელი ეცვა და სიცივეში გზის გაგრძელება ვერ შეძლო. მასთან ერთად მყოფი მამაკაცი კი ძლიერი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო, ამიტომ წაქცეული მეჯოგეს დახმარება ვერ შეძლო და 40 გრადუსიან ყინვაში მიატოვა. გაყინული მეჯოგე მეორე დღეს ნახეს.

გარდაცვლილის ნათესავებმა გასვენების ორგანიზებაში დახმარება მეჯოგის ბიძას თხოვეს. ბიძა დანიშნულების ადგილზე დროულად, 22 იანვარს ჩავიდა, მაგრამ სახლი აერია და ტაქსიდან საჭიროზე ადრე გადმოვიდა. ძლიერი ყინვის გამო, მამაკაცმა გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო და წაიქცა. მოგვიანებით, ბიძის გვამი გამვლელმა ნათესავის სახლთან ახლოს აღმოაჩინა. სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დისშვილის მსგავსად, ბიძაც სხეულის გადაციებისგან გარდაიცვალა.

„პროგრესნიუსი“

 

წინა პოსტი

თურქეთში ქართველი ქალი მოკლეს

შემდეგი პოსტი

ჩინეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები კარანტინის პერიოდს თურქეთში გაივლიან