მთავარი»საზოგადოება»ჰააგის სასამართლოში ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობენ

ჰააგის სასამართლოში ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობენ

0
Shares
Pinterest Google+

2016 წლის 21–29 მაისის ჩათვლით გროტიუსის საერთაშორისო სამართლის სწავლების ცენტრის ორგანიზებით ჰააგაში ტარდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იმიტირებული პროცესების შეჯიბრი, (International Criminal Court Moot Competition 2015) რომელშიც მონაწილეობას იღებს მსოფლიოს სხვადასხვა აკრედიტირებული უნივერსიტეტების მიერ წარმოდგენილი გუნდები.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი უკვე მეორედ მონაწილეობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იმიტირებული პროცესების შეჯიბრში (International Criminal Court Moot Competition 2016).

ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი აქტიურად ემზადება 2016 წლის 21-29 მაისს, ჰააგაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო იმიტირებულ პროცესში მონაწილეობის მისაღებად! პროექტი ხორციელდება ტექნიკური უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით!

სამართლის კლინიკა თბილისის მერიასთან ერთად იწყებს თანამშრომლობას “ჩემი ადვოკატის” ფარგლებში, რომელიც საშუალებას მისცემს ტექნიკური უნივერსიტეტის  სტუდენტებს გაიარონ 4 თვიანი პრაქტიკული კურსი თბილისის მერიასა და თბილისის რაიონულ გამგეობებში. კურსი მოიცავს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული უნარ–ჩვევების გამომუშავებას. პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მე–3,მე–4 საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.

სტუ-ს იურიდიული კლინიკა დაინტერესებულ პირებს სთავაზობს უფასო იურიდიულ მომსახურებას და წარმომადგენლობას სასამართლოში. მომსახურება მოიცავს:სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებებს.  საკონტაქტო ნომერი: 2 -36-53-41 , მის: თბილის, კოსტავას #77, მე-9 სართული, email: lawclinic@gtu.ge

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „თბილისის ევროპული ახალგაზრდული ცენტრი“ ახორციელებს პროექტს „ევროკავშირის სტრუქტურებისა და ინსტიტუციების მოდელირება“, რომლის მიზანია, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის პოპულარიზაცია და ამ
პროცესში სამოქალაქო საზოგადოების, კერძოდ, სტუდენტებისა და ახალგაზრდა ლიდერების როლის გაძლიერება.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად ცენტრი აცხადებს კონკურსს. მონაწილეობის მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:
18-დან 29 წლამდე ახალგაზრდები; ევროპათმცოდნეობის მიმართულების ან ევროინტეგრაციით დაინტერესებული სტუდენტი ან კურსდამთავრებული.
მოტივირებული და საკითხით დაინტერესებული პირები;
აქვთ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარის;
უპირატესობა მიენიჭება პირებს ვინც ფლობს ინგლისურ ენას.
პროექტის მონაწილეებისთვის გაიმართება თეორიული სასწავლო პროგრამა/ტრენინგ კურსი ევროკავშირის ინსტიტუტებისა და მათი მუშაობის შესახებ, ასევე ტრენინგების შემდეგ სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ მოდელირებებში. სატრენინგო კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ევროპის ინტეგრაციის ისტორია და ევროკავშირის ძირითადი ინსტიტუტების ფუნქციები და აქტივობები; ევროპარლამენტში არსებული პოლიტიკური ჯგუფების იდეოლოგიები, პოლიტიკები და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები; ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების მექანიზმები;
მოდელირების პროცესში წარმატებული მონაწილეობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარება; მოდელირებები ჩატარდება 2 რაუნდად:
პირველი რაუნდი – ევროპული კომისიის სამუშაო შეხვედრა.
მეორე რაუნდი – ევროპარლამენტის სესია. პროექტის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი. პროექტის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატი.

იუსტიციის უმაღლესი სკოლა აგრძელებს საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას და გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, იურიდიული ფაკულტეტის და სამართლის სკოლის სტუდენტებს, სთავაზობს მორიგ საჯარო ლექციას. საჯარო ლექციის ჩატარება დაგეგმილია 2015 წლის 27 ნოემბერს, 18:00 საათზე. ლექციას თემაზე:” სასამართლო რეფორმის მესამე ტალღა; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი”. მომხსენებელი: საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე/იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე – ქალბატონი ნინო გვენეტაძე.

სტუ აქტიურად თანამშრომლობს პოლიციის აკადემიასთან სხვადასხვა საგანაბათლებლო თუ პრაკტიკული პროგრამებით.  სტუ-ს სამართლის, მე-3, მე-4 და მაგისტრატურის სტუდენტებს რომლებსაც სურთ შეიძინონ ან აიმაღლონ პრაკტილული გამოცდილება სისხლის სამართლის მიმართულებით, შეუძლიათ მიმართონ სამართლის კლინიკას რეგისტრაციისთვის და გაიარონ გასაუბრება.

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის

 

7 სექტემბერს იწყება სახელმწიფო სტრუქტურებში სტაჟირების მსურველი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების რეგისტრაცია.

რეგისტრაცია იწარმოებს 7-დან 14 სექტემბრის ჩათვლით, სტუ-ს სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტში.

რეგისტრაციისას თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მისამართი:
კოსტავას 77, სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, ოთახი #268
ტელ.: 2 36 53 45

სამართლის კლინიკის ეგიდით მიმდინარე წლის 15 – 22 ივლისს იმართება საზაფხულო სკოლა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, თემაზე: ”საკონსტიტუციო სამართალწარმოება”. პროექტის მიზანია სტუდენტების ჩართულობა საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესში, უშუალო მონაწილეობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მომზადებისა და მიღების პროცესში, ასევე უშუალოდ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლისგან მიიღონ ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს სტუდენტებს, პროფესიულ განვითარებასა და წინსვლაში.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია სტუ–ს ნებისმიერი კურსის სტუდენტს

იუსტიციის უმაღლესი სკოლა აგრძელებს საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას და გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, იურიდიული ფაკულტეტის და სამართლის სკოლის სტუდენტებს, სთავაზობს მორიგ საჯარო ლექციას. საჯარო ლექციის ჩატარება დაგეგმილია მიმდინარე წლის 30 აპრილს, 15:30 საათზე. ლექციას თემაზე: „სასამართლოს მენეჯმენტი და საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამა“ ჩაატარებს- თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ბატონი მამუკა ახვლედიანი.

ჩემი მოკლე მოსაზრება ახალ ცვლილებებთან დაკავშირებით:

2015 წლის 11 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმებას, რაც ითვალისწინებდა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების შეტანას ოთხ საკანონმდებლო აქტში. ეს აქტებია; 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; 2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; 3. „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი; 4. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი.  თითოეულ კანონპროექტზე დართული განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის მიღება გამოწვეულია არსებითი ხასიათის სამართლებრივი ხარვეზებით, რაც ახასიათებს არასასამართლო, მათ შორის, საპოლიციო წესით უძრავი ქონებიდან პირთა გამოსახლების ინსტიტუტს, რომელიც შემოღებულ იქნა და მოქმედებს 2007 წლიდან. ეს ინსტიტუტი დაფუძნებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-3 ნაწილით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 17 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის №747 ბრძანებით „საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ“. ასევე, განმარტებითი ბარათის თანახმად, საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტი არღვევს საქართველოს კონსტიტუციისმე-20 მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის თანახმადაც, „არავის არა აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ბინაში და სხვა მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა, თუ არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა“. საკანონმდებლო ინიციატივის მქონეთათვის ცვლილებების მიზანი უნდა იყოს  ფორმალურ მესაკუთრესა და ფაქტობრივ მფლობელს შორის წარმოშობილ სამართლებრივ დავის განხილვა და გადაწყვეტა პოლიტიკურად ნეიტრალური ხელისუფლების – სასამართლოს მიერ, დისპოზიციურობის, შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპებზე დაყრდნობით.

ცვლილელების ამოქმედებამდე, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დაცვა ხორციელდებოდა პოლიციის  ორგანისთვის განცხადების მიმართვის გზით, რომელსაც თან ერთვოდა  უძრავი ქონების საკუთრების, ან მართლზომიერი მფლობელობის ან/და სარგებლობის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი.  თუკი არსებობდა კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლები უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის შესახებ, სავარაუდო ხელმყოფი ვალდებული იყო დამორჩილებოდა მის გამოსახლებას ან მოძრავი ნივთების გატანას. პოლიციის უფლებამოსილი პირის მიერ სავარაუდო ხელმყოფისთვის მიცემული წერილობითი გაფრთხილების ადმინისტრაციული წესით გასაჩივრება არ აჩერებდა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღკვეთის ღონისძიების განხორციელებას.

სწორედ, ზემოთ აღნიშნული საპოლიციო გამოსახლების ფორმა ახალი ცვლილებებით ჩაანაცლა საერთო სასამართლოებმა, რაც გულისხმობს მარეთა შორის გამოსახლების თაობაზე წარმოშობილი დავის სასამართლოს გზით გადაწყვეტას, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი-ს  59-ე მუხლის მე-3  ნაწილის თანახამად,  პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოში განხილულ უნდა იქნეს განცხადების მიღების დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა, ხოლო კასაციაში არაუგვიანეს 2 თვის ვადაში. საპროცესო ვადებთან დაკავშირებული ცვლილებები უნდა ამოქმედდეს 2016 წლის 1 მარტიდან.

კანონმდებელთა მოსაზრებით, საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტით ზარალდებიან  პირები, რომელთაც, მართალია, ობიექტურად გააჩნიათ სადავო ნივთზე საკუთრების თუ თანასაკუთრების უფლება, მაგრამ ჯერ კიდევ არა აქვთ ამ უფლების დამადასტურებელი ოფიციალური საბუთი. ასეთები არიან პირები, რომელთაც საკუთრების/თანასაკუთრების უფლება წარმოეშვათ კანონის ძალით და არა წერილობითი ფორმის რაიმე საჯარო ან კერძოსამართლებრივი აქტის საფუძველზე.

თუ გადავხედავთ კონტინენტური ევროპის სამართლებრივი სისტემის მქონე სახელმწოფოების სამოქალაქო კოდექსებს (მაგ; გერმანია, შვედეთი, თურქეთი, ნიდერლანდები.) დავინახავთ, რომ ამ სახელმწიფოებში უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთა ხდება მხოლოდ სასამართლოს მიერ. გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 1004-ე პარაგრაფის თანახმად, მესაკუთრეს ნეგატორული სარჩელის წარდგენის გზით შეუძლია მოითხოვოს საკუთრების უფლების ხელშეშლის აღკვეთა. საპოლიციო  გამოსახლების ინსტიტუტს გერმანული სამოქალაქო კოდექსი არ ცნობს.

განხორციელებული ცვლილების თანახმად, ამოღებულ იქნა სამოქალაქო კოდექსის 172- მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც მესაკუთრეს უძრავი ნივთის ხელყოფის შემთხვევაში ანიჭებდა უფლებას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოესახლები პირი ან მოეთხოვა მოძრავი ნივთების დაუყოვნებლივ გამოტანა მისი უძრავი ქონებიდან, გარდა სავარაუდო ხელმყოფის მიერ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების, მარლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტის წარდგენის შემთვევისა. ამ მუხლით, რეალური მესაკუთრე შემცირებულ ვადებში უზრუნველყოფდა თავისი საკუთრებითი უფლების დაცვას. მესაკუთრეს მხოლოდ იმ შემტვევაში ჰქონდა  სავარაუდო ხელმყოფის გამოსახლების უფლება, თუ ეს უკანასკნელი ვერ წარმოადგენდა უძრავ ქონებაზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ წერილობით დოკუმენტს. რეალურად გამოსახლება ხდებოდა მხოლოდ მაშინ , როცა ხელმყოფს არანაირი დოკუმენტი არ გააჩნდა უძრავ ქონებაში კანონიერად ყოფნის თაობაზე. დღეს მოქმედი კანონმდებლობით კი მესაკუთრე მიუხედავად იმისა სავარაუდო ხელმყოფს აქვს თუ არა წერილობითი დამადასტურებელი დოკუმენტი უძრავი ქონების საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის შესახებ, ვალდებულია მიმართოს სამამართლოს და საკუთრების უფლების დაცვას თვეები მოანდომოს. ავიღოთ მარტივი მაგალითი, პირმა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა უძრავი ქონება, რომლის მესაკუთრედაცაა დარეგისტრირებული. მიუხედავად ამისა, ძველი მეპატრონე არ ცლის მოძრავ ნივთებს აღნიშნული უძრავი ქონებიდან და არც თითონ აქვს სურვილი დატოვოს უძრავი ქონება. ასეთ შემთვევაში , მესაკუთრე ვალდებულია მიმართოს სასამართლოს და სანამ საბოლოო ინსტანციის   სასამართლო არ მიიღებს  გადაწყვეტილებას, მანამდე იგი ვალდებულია ითმინოს საკუთარ უძრავ ქონებაში სხვა პირის „არსებობა“. ეს ცვლილება, აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს კონტიტუციის 21-ე მუხლი, რომელიც საკუთრების უფლებას ხელშეუვალ უფლებად აცხადებს და ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლი, რომლის თანახმადაც მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად ფლობდეს,სარგებლობდეს და განკარგავდეს საკუთრებას, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა.

საინტერესოა, ამ ცვლილებების პრაქტიკაში განხორციელების შემდეგ რა სირთულეების წინაშე დადგებიან მესაკუთრეები, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ცვლილებები უკვე ხარვეზიანი, რადგან საკუთრების უფლების ეფექტურ დაცვას ვერ უზრუნველყოფს.

წინა სტატია

Виды Подкладов И Их Значение — От Порч До Магии Денег

შემდეგი სტატია

ფრთები, ფრთები გინდა….

1 Comment

  1. ივლისი 9, 2016 at 2:09 AM — პასუხი

    სატესტო კომენტარი

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *