მთავარი»პოლიტიკა»„გუშინ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას..როგორ შეიძლება შენი ქვეყნის მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება სხვა ქვეყნის სასაზღვრო ჯარებს მიუვარდეს და ლანძღოს?“

„გუშინ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას..როგორ შეიძლება შენი ქვეყნის მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება სხვა ქვეყნის სასაზღვრო ჯარებს მიუვარდეს და ლანძღოს?“

9
გაზიარებები
Pinterest Google+

 

გუშინ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას და ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება საზოგადოების წინაშე არ გამოდის ინიციატივით ახსნას ეს სიტუაცია, – ამის შესახებ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა დავით გარეჯის მონასტრის ირგვლივ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო საზღვრის საკითხი ამ წუთებში ვერ მოგვარდება, ამიტომ უმჯობესია მონასტერი იყოს დაცული და სახელმწიფო საზღვრის გამო არ დავარღვიოთ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები.

„ის ხალხი, რომელიც ფიქრობს, რომ დავით გარეჯზე შეიძლება ქულები დაიწეროს და ხელები მოითბოს, ხვდება, რომ თუ ახლა ხელიდან გაუშვებენ დავით გარეჯის თემას, ხვალ რთული იქნება მისი დაბრუნება. გუშინ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას და ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება საზოგადოების წინაშე არ გამოდის ინიციატივით ახსნას ეს სიტუაცია. ერთადერთი, რაც ნორმალური იყო, ადგილობრივი ოფიცერი თეიმურაზ კუპატაძე გამოვიდა და ყველაფერი ახსნა, თუმცა ამას ოფიცრები არ უნდა აკეთებდნენ, პოლიტიკოსებმა უნდა შეფუთონ ეს საქმე პოლიტიკურად. სამწუხაროდ, ამ საკითხზე მსჯელობა საგარეო საქმითა სამინისტროდან და სხვა უწყებებიდან არ იმართება და შემაშფოთებელია ის, რომ საზოგადოების ნაკლები ინფორმირებულობის გამო, გარკვეული ძალები ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას.

ხალხის რეაქცია ამ ფაქტზე ბუნებრივია. მე კარგად მახსოვს, როგორ ხდებოდა ყველაფერი აფხაზეთში და „სამხრეთ ოსეთში“. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე რუსეთი არაა და არის ჩვენი მეგობარი სახელმწიფო აზერბაიჯანი. როგორ შეიძლება შენი ქვეყნის მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება სხვა ქვეყნის სასაზღვრო ჯარებს მიუვარდეს და ლანძღოს? – ეს ტერიტორია აზერბაიჯანული მხარისათვის არ არის სადაო, ისინი თვლიან მას კანონიერად. სახელმწიფო საზღვრის საკითხი ამ წუთებში ვერ მოგვარდება, მაგრამ მოგვარებადია მონასტრის საკითხი. რა უფრო მნიშვნელოვანია, მონასტერი იყოს დაცული და შენახული, თუ სახელმწიფო საზღვრის გამო დავარღვიოთ ყოველგვარი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები? ერთადერთი სტრატეგიული ურთიერთობა კავკასიაში, რომელიც ეხება მთელს რეგიონს, არის საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული ურთიერთობა და აქ გადის უამრავი მსოფლიო მნიშვნელობის ინტერესი,“ – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

წინა პოსტი

„ოქრუაშვილთან, ან გუბაზ სანიკიძესთან პრობლემები არ აქვთ?“ - რა გაახსენა გვიდიანმა ჭანტურიას?

შემდეგი პოსტი

მაშველებმა 3200 მეტრის სიმაღლეზე, ყაზბეგში მთის წვერზე ჩარჩენილი საქართველოს ორი მოქალაქე გადაარჩინეს