მთავარი»საზოგადოება»გულანთებულ ახალგაზრდებს ხელისუფლება შემწყნარებლობით უნდა მოეკიდოს

გულანთებულ ახალგაზრდებს ხელისუფლება შემწყნარებლობით უნდა მოეკიდოს

2
გაზიარებები
Pinterest Google+

„ახალგაზრდები, რომლებიც პროტესტს გამოხატავენ, გულანთებული ახალგაზრდები არიან და ხელისუფლება მათ შემწყნარებლობით უნდა მოეკიდოს. ხელისუფლების ახალგაზრდებთან დაპირისპირება ყველაზე ცუდია, ამიტომ ხელისუფლება მეტად დამთმობი უნდა იყოს და სიტუაციას ისე არ უნდა ძაბავდეს, როგორც ამას აკეთებს. არა მგონია ეს დაპატიმრებები რამეს იძლეოდეს ხელისუფლებისთვის. ოპოზიციას რაც შეეხება, პროტესტის რეჟიმშია, რადგან ადამიანები არიან შეურაცხყოფილები და მოტყუებულები. მეც მოტყუებულად ვგრძნობ თავს და ვაფიქსირებ კიდეც ამას, მაგრამ პროტესტი უნდა იყოს ისეთი, რომ ყველა ვიყოთ შეთანხმებული. ტყუილი არ უნდა იყოს ამ ქვეყანაში, ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც ხელისუფლებამ დაუშვა და თავს უფლება მისცა, რომ საზოგადოებისთვის ასეთი ტყუილი ეკადრებინა. ოპოზიციის წარმომადგენლები კვირას იკრიბებიან. არსებობს ფორმატი – ყველა ერთის წინააღმდეგ და ამაში უნდა იყოს ყველა. არის შიდა შეთანხმებები, რომელიც უნდა დაიცვან ხოლმე ადამიანებმა ზოგადად” – აცხადებს დავით ჭიჭინაძე

წინა პოსტი

„მედიაცენტრი მთავარის“ განცხადება პრესკლუბში შეჭრასთან დაკავშირებით

შემდეგი პოსტი

„ეს არის არასწორი ინფორმაცია“ - ალი ბაბაევი განცხადებას ავრცელებს