მთავარი»პოლიტიკა»გოგი წულაია ზესტაფონის მერობისთვის იბრძოლებს

გოგი წულაია ზესტაფონის მერობისთვის იბრძოლებს

7
Shares
Pinterest Google+

 

ზესტაფონის მერობისთვის პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გოგი წულაია იბრძოლებს. მერიის შენობის წინ წულაია პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ წარადგინა. წარდგენას დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ესწრებოდა.

“ზესტაფონლებს არ დავპირდები რომ ავაშენებ. მე არავის არ ავაშენებ, ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ. ზესტაფონიდან დავიწყებ ბრძოლას რეალური თვითმმართველობისთვის. მარაზმია და უზნეობაა, როდესაც ფერონი წამლავს ადამიანებს ზესტაფონში და იქ გამომუშავებული თანხა მიდის თბილისში, ბიუჯეტში. აქ არის ყველაზე მეტი ონკოლოგიური დაავადებებით გარდაცვლილი ადამიანი”- განაცხადა გოგი წულაიამ.

 

წინა სტატია

სტუდენტები და მოსწავლეები რუსთაველის მეტროსთან აქციას მართავენ

შემდეგი სტატია

"ჰოლანდიელი ზუგდიდში იყრის კენჭს და ქუთაისელი კაცი რომ ზესტაფონის მერი გავხდე, რა პრობლემაა"

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.