მთავარი»მსოფლიო»გმირმა ძაღლმა ადამიანები სიკვდილისგან იხსნა და დაიღუპა

გმირმა ძაღლმა ადამიანები სიკვდილისგან იხსნა და დაიღუპა

7
გაზიარებები
Pinterest Google+

ნიგერიულ სოფელ ბელბელოში საოცარი შემთხვევა მოხდა, რომელიც ადამიანის ოთხფეხა მეგობრის ერთგულების კიდევ ერთი მაგალითია. ახალგაზრდების ქორწილში მთელი სოფელი შეიკრიბა. ყველაფერი მშვენივრად იყო, სანამ ეზოში მშვიდად მოსეირნე ძაღლი იქვე მყოფ მოზარდ გოგონას ყეფით არ ეცა.
ძაღლმა გოგონას კაბაში კბილები ჩაავლო და მისი გვერდით გათრევა სცადა. გოგონამ ძაღლს წინააღმდეგობა გაუწია და სანამ მექორწილეები მოზარდის დასახმარებლად მივიდოდნენ, აფეთქების ხმა გაისმა.

მოგვიანებით, პოლიციის წარმომადგენელმა „The Telegraph“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ძაღლის ქცევამ ეჭვიტანილი აიძულა ასაფეთქებელი მოწყობილობა დროზე ადრე აემოქმედებინა, რომ მისი კბილებისგან თავი დაეხსნა. სამწუხაროდ, ძაღლი, რომლის სწრაფმა რეაქციამ ადამიანები სიკვდილისგან იხსნა, ადგილზე დაიღუპა. სოფლის მაცხოვრებლებმა ის გმირად გამოაცხადეს და ის დიდი პატივით მიაბარეს მიწას.

მოზარდი გოგონა სავარაუდოდ, ისლამისტების დაჯგუფება „ბოკო ხარამის“ წევრი იყო, რომელიც 2014 წელს გაეროს უშიშროების საბჭომ,,ალ ქაიდასთან“ დაკავშირებულ ტერორისტულ დაჯგუფებად გამოაცხადა და ორგანიზაციის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო.


„ბოკო ხარამის“ ტერორისტული აქტების შედეგად, ნიგერიაში 20.000 ადამიანი დაიღუპა.

„პროგრესნიუსი“

წინა პოსტი

50 წლის ფერმერმა ჩათვალა, რომ კორონავირუსი სჭირდა და თავი მოიკლა - შემთხვევა ინდოეთში

შემდეგი პოსტი

„თუ სახელმწიფოს საფრთხე დაემუქრება, ჯანყის უფლება გვაქვს, მერე გინდა დამიჭირეთ, გინდა – არა“