მთავარი»სამართალი»„ გირაოს გადახდას არ ვაპირებ.. კი ბატონო, აღმიკვეთონ თავისუფლება“

„ გირაოს გადახდას არ ვაპირებ.. კი ბატონო, აღმიკვეთონ თავისუფლება“

7
Shares
Pinterest Google+

 

“რუსთავი 2”-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გირაოს გადახდაზე უარი ოფიციალურად თქვა.

“გირაოს უნიკალური კოდის გადმოცემის პროცედურა იყო, ამ დოკუმენტში შეგნებულად არც ჩამიხედავს და არც ჩამიბარებია. ეს უნიკალური კოდი არ ვიცი. ეს იცის მხოლოდ ამ უწყებამ, ამიერიდან, თუ ვინმემ რამე შეიტანა ჩემს ანგარიშზე, არის ამ უწყების დამსახურება, ანუ მხოლოდ მათ შეიძლება გათქვან ეს უნიკალური კოდი, ჩემგან ეს ვერ მოხდება, რადგან ამ ინფორმაციას არ ვფლობ. გირაოს გადახდას არ ვაპირებ, გამაფრთხილეს, რომ ჩემი პასუხისმგებლობა ამის გამო შესაძლოა, დამძიმდეს. დამძიმდეს, ვერ ვხედავ პრობლემას. იმთავითვე ვთქვი, რომ მე მზად ვარ ამისთვის. ის, რაც ნებაყოფლობით უნდა შესრულდეს ჩემ გამო, როგორც აღკვეთის ღონისძიება, მე ამას არ შევასრულებ, რადგან თავი მიმაჩნია უდანაშაულოდ. თუ იმ ღონისძიებას მომისჯიან, რომელიც იძულებას გულისხმობს, ანუ აღკვეთას, დავემორჩილები. გიჟი ხომ არ ვარ, სახელმწიფოა და კი, ბატონო, აღმიკვეთონ თავისუფლება. ამისთვის მზად ვიყავი იმთავითვე”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ გვარამიას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა და თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს და დამატებითი შეზღუდვის ღონისძიების გაუქმება მოითხოვა. სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას სააპელაციო საჩივარი არ მიიღო. სასამართლოს ინფორმაციით, სარჩელი გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო დაუშვებლად ცნეს.

წინა სტატია

„ავტობანის აშენების შემთხვევაში რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისთვის“

შემდეგი სტატია

ქალს, რომელმაც დედამთილს ფული მოპარა, 3 წლიანი პირობითი მიესაჯა