მთავარი»პოლიტიკა»გიორგი ვაშაძე: ყველას გვიჭერენ, გვიჭერენ და თან მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ?

გიორგი ვაშაძე: ყველას გვიჭერენ, გვიჭერენ და თან მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ?

2
გაზიარებები
Pinterest Google+

გარანტიას ვაძლევ, რომ „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ოპოზიციაში გადასვლა, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რეალურად მმართველ გუნდს ოპოზიციასთან მოლაპარაკებები არ სურს.

„გუშინ გავიგეთ, რომ ნიკა მელიას საქმე აპელაციაში წაიღეს. ყველას გვიჭერენ. გვიჭერენ და თან მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ?! აბსურდია. მათ არანაირი მოლაპარაკება არ უნდათ. მათ უნდათ, რომ ნებისმიერი ძალით შეინარჩუნონ ხელისუფლება, მაგრამ ეს არ გამოუვათ. ამის გარანტიას ვაძლევ, რომ „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ოპოზიციაში გადასვლა. 25%-ით გადავა, 20-ით თუ 30-ით, ეს უკვე არჩევნებამდე მათ ქმედებებზეა დამოკიდებული“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

წინა პოსტი

საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვალით ცხოვრობს

შემდეგი პოსტი

„ზუსტად ვიცი, რომ ,,ჩვენიანები" გვებრძვიან ჩუმად“