მთავარი»საზოგადოება»გიორგი ოკრიბელაშვილის კითხვები მიხეილ სააკაშვილს

გიორგი ოკრიბელაშვილის კითხვები მიხეილ სააკაშვილს

10
Shares
Pinterest Google+

“გუშინდელს მერე ხშირად მხვდება “აღშფოთებული კომენტარები” და კითხვა “რა უნდოდათ ლიეჟში ოცნების მხარდამჭერ ემიგრანტებს”?
ესაა ჩემი პასუხი, ვისაც აინტერესებს: ლიეჟის შეხვედრას ერქვა – “მსოფლიო ემიგრანტთა კონგრესი” და მისი ორგანიზატორი, არასამთავრობო არაკომერციული ორგანიზაცია, თავის ვებგვერდზე წერს, რომ მისი ამოცანაა გაერთიანება და კონსოლიდაცია… მათ არსად დაუდიათ განცხადება, რომ ლიეჟის კონფერენციას ჰქვია: “ერთიანი ნაცმოძრაობის მხარდამჭერ ემიგრანტთა მსოფლიო კონგრესი“…  ეს რომ გაეკეთებინათ, თქვენი შენიშვნა აბსოლუტურად მართებული იქნებოდა. რატომ თვლით, რომ ოცნების მხარდამჭერს, ან ნეიტრალურ ემიგრანტს არ უნდა აინტერესებდეს კითხვების დასმა მიხელ სააკაშვილისათვის და თან თუ გავითვალისწინებთ რომ მისი მმართველობის დროსაც ბევრი წავიდა უცხოეთში….
მეც ძაან მაინტერესებს ვკითხო მიხეილს, მისი დაბრუნების შემთხვევაში, ისევ აქვს გადაწყვეტილი საფოსტო გადაზიდვების მონოპოლიზაცია და ისევ გაიზრდება საბერძნეთიდან საქართველოში ამანათის გამოგზავნის ფასი, დღევანხელი 1.5 ევროდან 5 ევრომდე როგორც ეს მოხდა 2010 წელს?… ამის გარდა, ისიც ძაან მაინტერესებს, რა შეიცვალა მასში ისეთი, რომ აღარ მისცემს ვინმეს სისხლიანი რეჟიმის დამკვიდრების უფლებას?….
ასევე ძაან საინტერესოა, მისი პასუხი კითხვაზე, მისი 9 წლიანი მმართველობა რატომ არ გამოიყენა ელექტრონული აიდი ბარათებით არჩევნების ჩატარებისათვის და რატომ გახადა ემიგრანტებისათვის უცხოეთში პასპორტის აღება 180 ევრო 2009 წელს?”, – წერს გიორგი ოკრიბელაშვილი.

წინა სტატია

ღრმად პატივცემულო მიხეილ ნიკოლოზის ძევ, მე ემიგრანტი ვარ...

შემდეგი სტატია

„ნაცი, ქოცი, ბანკი, პომპიერო და ხანძარი“ - „ამოჰკარ კაცო, ამოჰკარ-მეთქი“

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *