მთავარი»საზოგადოება»„გიორგი გაბუნიას მონოლოგი დადგმული იყო“ – დავით ჩიხელიძე

„გიორგი გაბუნიას მონოლოგი დადგმული იყო“ – დავით ჩიხელიძე

9
გაზიარებები
Pinterest Google+

“არ მჯერა გიორგი გაბუნიას გულწრფელობის, რადგან იმ ტელევიზიის ნაწილია, რომელიც წლების განმავლობაში სააკაშვილზე ასინეთას მსგავსად იძახდა, „მიშა არის ჩვენი მარჩენალი, მამა, დედა და ღმერთი“ – ასე ეხმიანება “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მონოლოგ გადაცემაში “პოსტ ფაქტუმი”.

“მთავარი არხი”-სთვის, სწორედ ასეთი საკულტო ფიგურა არის სააკაშვილი, ამიტომ მისი გალანძღვა რბილად რომ ვთქვათ, ალოგიკური და უცნაურია. ის. რომ მონოლოგი დადგმული იყო, ბოლო ფრაზაში კარგად გამოჩნდა „შესაძლოა ადამიანი არ მოგწონდეს მაგრამ თუ სწორ გზას დაადგა ყველაფერი უნდა აპატიო“ დაახლოებით ასეთი იყო ბოლო ფრაზა, როგორც სააკაშვილი ამბობს ის და ბოკერია რწმენაში გაძლიერდნენ, გამოსწორდნენ და სიმართლის გზას დაადგნენ, რაც ისეთივე მტკნარი სიცრუეა, როგორც სააკაშვილის დემოკრატიულობა.

გაბუნიამ ერთი სიმართლე თქვა, სააკაშვილის დაბრუნების შესაძლებლობა არის ნული, რადგან საქართველოს დიქტატურა და ერთპიროვნული მმართველი არ ჭირდება, სააკაშვილი კი ყველაზე ახლოს დიქტატურასთან დგას!”- აცხადებს დავით ჩიხელიძე.

მულტიმედია

წინა პოსტი

ქართულმა მხარემ იტალიის ელჩს ემიგრანტის გარდაცვალების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოწოდება მოსთხოვა

შემდეგი პოსტი

„მინდა რომ სიმართლე ჩემგან გაიგოთ“ - პრინცი ჰარი სიტყვით გამოვიდა