მთავარი»Slider»გიგა მაქარაშვილის “ფერიცვალება” – გზა, ФСБ-ს დაფინანსებული პარტიიდან სამოქალაქო აქტივისტამდე

გიგა მაქარაშვილის “ფერიცვალება” – გზა, ФСБ-ს დაფინანსებული პარტიიდან სამოქალაქო აქტივისტამდე

10
გაზიარებები
Pinterest Google+

“რუსთაველზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, გიგა მაქარაშვილს, რომელიც უკვე მეთორმეტე დღეა რუსეთის ოკუპაციას აპროტესტებს, მინდა ვკითხო:
2013 წელს, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის, მინდია გულუას პრესსამსახურის უფროსად რომ მუშაობდა, მაშინ ხელფასის სახით აღებულ კუპიურებს ოკუპაციის სუნი ასდიოდა თუ არა?” – ეს კითხვა რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ფეისბუქის მომხმარებლებმა დასვეს. გამოხმაურებაც შესაბამისი ჰქონდა – ზოგმა დაიჯერა, ზოგმა – არა.
დღეს კი, გთავაზობთ ფოტოებს, რაც ადასტურებს გიგა მაქარაშვილის კავშირს ФСБ მიერ შექმნილი მინდია გულუას პარტიასთან

ფოტოები გადაღებულია მინდია გულუას საქართველოში ჩამოსვლის დღეს.

აქვე შეგახსენებთ იმჟამად გავრცელებულ ინფორმაციას:

“რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი, პარტია “განახლებული საქართველოსთვის” მდივანი საერთაშორისო საკითხებში მინდია გულუა საქართველოში დაბრუნდა. აეროპორტში მას ახლობლები და ოჯახის წევრები დახვდნენ, თუმცა ტექნიკური პრობლემების გამო ბიზნესმენმა თითქმის ერთი საათის განმავლობაში ვერ მოახერხა საპასპორტო კონტროლის გავლა. ამ ფაქტმა მისი ოჯახის წევრების გაღიზიანება გამოიწვია, რასაც ხმაური მოჰყვა. მინდია გულუას დამ, ნანა გულუამ შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდა, სიტუაციაში გარკვეულიყო, რათა ბიზნესმენს დროულად მოეხერხებინა აეროპორტის დატოვება.

შეფერხების შემდეგ გულუამ აეროპორტის დატოვება შეძლო. ჟურნალისტებთან მან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოში მისი ჩამოსვლა შეთანხმებული იყო როგორც პატრიარქთან, ისე – პრემიერთან.

რაც შეეხება საქართველოში დაგეგმილ კონკრეტულ შეხვედრებს, გულუამ არ დააკონკრეტა, არის თუ არა დაგეგმილი შეხვედრა რომელიმე პოლიტიკოსთან ან ხელისუფლების წარმომადგენელთან. მან მზადყოფნა გამოთქვა, შეხვდეს პრეზიდენტს და უმცირესობას, უმრავლესობის წარმომადგენლებს.

ამასთან, მინდია გულუამ მიმართა პრეზიდენტს, რომ მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეობა, რათა აღარ განმეორდეს პრობლემები, რომლებიც დღეს შეექმნა”.

წინა პოსტი

გორის საგამოცდო ცენტრში 30 აბიტურიენტს ნერვიულობის ნიადაგზე სამედიცინო დახმარება დაჭირდა

შემდეგი პოსტი

მიშიზმის უპრინციპობა და შოთა დიღმელაშვილის პოლიტიკური ანატომია (ვიდეო)