საზოგადოება

გენერალური პროკურორობის კანდიდატი გრიგოლ გაგნიძე განცხადებას ავრცელებს

გენერალური პროკურორობის კანდიდატის გრიროლ გაგნიძის განცხადება:
“რომ მცოდნოდა ირაკლი შოთაძეს დააბრუნდებდნენ თუ მობრუნდებოდა ასე რომ ვთქვათ, მარტო პიარისათვის ნამდვილად არ დავაყენებდი მთავარი პროკურორობის პოსტზე კანდიდატურას, ვინაიდან ჩვენმა ორგანიზაციამ 2015 წელს ,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიამ” მთავარი პროკურორის პოსტზე წარადგინა პროკურორი ბატონი ირაკლი შოთაძე, რომელიც შემდეგ პარლამენტმა დაამტკიცა. ვინაიდან საპარლამენტო უმრავლესობა თანახმაა აღნიშნულ კანდიდატზე, როგორც ჩანს, ბატონი მამუკა მდინარაძის განცხადებიდან, მინდა კიდევ ერთხელ წარმატებები ვუსურვო ბატონ ირაკლი შოთაძეს.
ასევე მადლობა გადავუხადო წარმდგენ არასამთავრობო ორგანიზაციებს ა(ა)იპ ,,ანტიკორუფციული უსაფრთხოების და ხარისხის აუდიტის სამსახურს”, ა(ა)იპ ,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიას“, ა(ა)იპ ,,სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი“ და ა(ა)იპ ,,,მართლმსაჯულების და დემოკრატიის განვითარების სააგენტოს“. აგრეთვე რეკომენდატორებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ბატონ დავით ასათიანს, აკადემიკოსს პროფესორ ბატონ თემურ გოგსაძეს, უფლებადამცველ ბატონ ვლადიმერ ბოჟაძეს. პატივისცემით მთავარი პროკურორობის კანდიდატი უფლებადამცველი გრიგოლ გაგნიძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close