მთავარი»სამართალი»წყნეთში შვილმა მამა მოკლა – ეჭვმიტანილი დაკავებულია

წყნეთში შვილმა მამა მოკლა – ეჭვმიტანილი დაკავებულია

15
გაზიარებები
Pinterest Google+

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1982 წელს დაბადებული ს.ც. დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამას – 1954 წელს დაბადებულ გ.ც.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“
ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

წინა პოსტი

სალომე ზურაბიშვილის პასუხი მავანთ

შემდეგი პოსტი

ადგილობრივი ნაძირალას დასმენით, დედაქალაქიდან ჩამოთრეულმა ნაძირალებმა, კომენდატურაში რეზინის შლანგით სცემეს