მთავარი»Slider»„გაუგონარი ცინიზმია“ – რა შეტყობინება მიიღო ომის ვეტერანმა ბანკიდან 8 აგვისტოს?

„გაუგონარი ცინიზმია“ – რა შეტყობინება მიიღო ომის ვეტერანმა ბანკიდან 8 აგვისტოს?

11
გაზიარებები
Pinterest Google+

 

„პროგრესნიუსს“  „ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტთა კავშირის“ ლიდერი თამარ დადიანი ესაუბრა:

_ დღეს, 2008 წლის ომის 11 წლისთავზე, იულებული ვართ სახელმწიფოს მოვითხოვოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ჯარისკაცების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა, თორემ გამოდის, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცების საფლავებზე გვირგვინები მიგვაქვს და ცოცხლად გადარჩენილების ბედი არ გვანაღვლებს. არ გვაინტერესებს როგორ ცხოვრობენ ამ წლების განმავლობაში, აქვთ თუ არა სამსახური, ელემენტალური შემოსავლის წყარო და ა.შ. გაუგონარი ცინიზმის მაგალითია, როცა 8 აგვისტოს, ცოცხალ გმირთან, რომელიც იარაღით ხელში სამშობლოს იცავდა, „საქართველოს ბანკიდან“ რეკავენ და ეუბნებიან, რომ 8 წლის წინანდელი დავალიანება, რომელიც წესით ჩამოწერილი უნდა იყოს, საფინანსოს გადაეცა. საინტერესოა, ამ დროს სახელმწიფო რას აკეთებს? პატივისცემა და დაფასება მხოლოდ გარდაცვლილებს ჭირდებათ? სამწუხაროდ, საბანკო რეკეტი აღარავის ინდობს, არც ნაომარ ბიჭებს და არც პენსიონერებს, რომლებსაც უკანასკნელ ლუკმას ართმევს და პენსიის „წილში უჯდება“.

_ იქნებ, დაგვიკონკრეტოთ, რას გულისხმობთ.
_  შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, პენსიონერებს მარტივად შეეძლოთ საჭიროების შემთხვევაში, წინასწარ, რამდენიმე თვის პენსია გამოეტანათ. ამ თანხას პენსიონერები იყენებდნენ წამლებისთვის, სურსათისთვის და ა.შ. და ამაში არავითარი პროცენტი არ ეჭრებოდათ. ბოლო რამდენიმე წელია, ვითარება რადიკალურად შეიცვალა. წინსწრებით გამოტანილ პენსიას „ლიბერთი ბანკი“ სესხის სახით აფორმებს და პენსიონერებს უზარმაზარ პროცენტებს აჭრის. ჩვენს ორგანიზაციას მსგავსი პრეტენზიებით უამრავი ადამიანი უკავშირდება. ზოგს 35 ლარი ჩამოაჭრეს, ზოგს 50 ლარი და ა.შ. რამდენიმე დღის წინ დაგვიკავშირდა ქალბატონი, რომელიც ჩვენს ორგანიზაციაში წლების მანძილზე მუშაობდა. ის ამჟამად მძიმე ავადმყოფია და უამრავ მედიკამენტს საჭიროებს.. მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ის იძულებული გახდა, 2018 წლის 1 აგვისტოს 6 თვის პენსია წინასწარ აეღო. მთელი წლის განმავლობაში, ბანკი პენსიიდან 35 ლარს აჭრიდა. სულ ახლახან, 1 აგვისტოს როგორც იქნა, ბანკის დავალიანება დაფარა და ისევ მიაკითხა ბანკს, რომ წინასწარ 4 თვის პენსია მიეღო. ქალბატონს განუმარტეს, რომ 4 თვის პენსიის წინასწარ მიღების შემთხვევაში ყოველთვიურად 35 ლარის ნაცვლად, 65 ლარი ჩამოგეჭრებათო. ადგა ეს ადამიანი, მიუყარა საბუთები უკან და წამოვიდა. საღამოს აღელვებულმა დაგვირეკა – არც ერთი ხელისუფლების დროს არ მოუცია ბანკს ჩემი კუთვნილი პენსია პროცენტებით სესხად და ახლა რა ხდებაო. ეს რა უბედურებაა? „ლიბერთი ბანკი“ გაჭირვებული ადამიანების გასაჭირით სარგებლობს და უკანასკნელ კაპიკებს ართმევს. დოკუმენტებში, რომლებიც ამ ქალბატონმა მოგვაწოდა, სიტყვა პენსია არსად წერია. აღნიშნულია, რომ ჩვეულებრივ სესხს აძლევენ  რიგით კლიენტს. პენსია არ შეიძლება იქცეს სესხად. ეს დარღვევა კი არა, დანაშაულია.
_ წინსწრებით აღებული პენსიის შემთხვევაში, რა ხდება პენსიონერის გარდაცვალებისას?
_ ხდება ის, რომ ბანკი თანხას გარდაცვლილის ოჯახიდან იღებს. სხვათა შორის, როგორც ვიცი, დღემდე მუშაობს კანონი, რომლის თანახმად, პენსიონერის ოჯახს შეუძლია მისი გარდაცვალების შემდეგ მიიღოს ერთი თვის პენსია და დაკრძალვის ხარჯებს მოახმაროს,  მაგრამ ხალხმა ეს არ იცის უმეტესობა ამ შესაძლებლობით ვერ სარგებლობს. სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, გეტყვით, რომ  9 აგვისტოს ჩვენი ორგანიზაციის აღმასრულებელმა პრეზიდენტმა მთავრობას, პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეს საკითხები განსახილველად წარუდგინა. ჩვენ მოვითხოვთ, რომ  სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდეს ბანკების საქმიანობის კონტროლი და არავის ჰქონდეს უფლება, რომ ტერიტორიის მთლიანობისთვის მებრძლი ადამიანები და უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოხუცები ატეროროს. ეს დანაშაულია!

_ როგორც ვიცი, ხელისუფლებას ზვიად გამსახურდიას ძეგლისთვის ადგილის გამოყოფის თხოვნითაც მიმართეთ.
_ დიახ, ხელისუფლებას სამი, კონკრეტული მოთხოვნით მივმართეთ:
1. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის და ეროვნული გმირის ძეგლების დედაქალაქში აღმართვაზე მოხდეს სახელმწიფო პოლიტიკის გამოხატვა. ეს უდიდესი საკითხი არ არის ქ.თბილისის ხელისუფლების გადასაწყვეტი. საუდაკი მოითხოვს პარლამენტის შენობის წინ ძეგლებს!
2. პენსიონრების საბანკო რეკეტისგან გათავისუფლებას – პენსიები სესხის ფორმატში გაცემა სისხლის სამართლის დანაშაულია!
3. მთავრობის მიერ ძველი ვალების განოლებასთან დაკავშირებით წამოჭრილი პრობლემების მოგვარებას და 2008 წლის აგვისტოს ომს გადარჩენილი ჯარისკაცების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრას – ისინი ცხოვრება დაკარგულად დარჩნენ ვალმოხდილი ცოცხალი გმირები სახელმწიფოს ყურადღების გარეშეა. ასევე გახდნენ, ძველი საბანკო ვალების მსხვერპლნი, სამარცხვინო ზარები მათზე, 8 აგვისტოს!
ჩვენი ორგანიზაცია სამივე მოთხოვნაზე სწრაფ და კონკრეტულ რეაგირებას ითხოვს და პასუხის მიღებისთანავე, ინფორმაციას გავასაჯაროვებთ.

 

 

 

წინა პოსტი

ხანძრის გამო, ათენის გარეუბნებში ევაკუაცია გამოცხადდა

შემდეგი პოსტი

შინდისის გმირებზე გადაღებული ფილმის პირველი ტრეილერი გავრცელდა