მთავარი»საზოგადოება»გაჭედილში “გაჭედილი” ახალგაზრდობა და გზაზე გადაფენილი ქართული გული

გაჭედილში “გაჭედილი” ახალგაზრდობა და გზაზე გადაფენილი ქართული გული

9
Shares
Pinterest Google+

“ერთხელ სტუდენტობაში მთელი ჯგუფი ჩვენს მეგრელ ჯგუფელთან წავედით საქეიფოდ გეგეჭკორის რაიონის სოფელ გაჭედილში (!) და ჩავრჩით მთელი კვირა.
ერთი კვირა გველოდნენ მედინსტიტუტში და ამაოდ.
ბოლოს ვიღაცამ მოიფიქრა-მოდი დეკანატში დავრეკოთ, უხერხულიაო
(როგორ გვიქროდა ახალგაზრდებს! )
და რო დავრეკეთ-სადა ხართ კაცოო, სადაააოო?
და გაჭედილში-თქო და სუ თავხედები გვეძახეს
დროზე ჩამოდით და ახსნა-განმარტებები დაწერეთ თორე გაგჭედავთ თქვენო! სადაც საჭიროაო!
მერე იქედან ქუთაისში გამოვიარეთ, ახლა იქ დაგვხვდნენ ჩვენი მეორე ჯგუფელის ოჯახში დიდი ზარზეიმით
მერე იყო ხაშური, მერე გორი…
მცხეთა
და ბოლოს თბილისი.
გაჭედილიდან თბილისამდე ყველგან ჩემი ქართული
ჩემი გემრიელი ქართული გული იდო, ყველა ოჯახში
—-
ეხლა ვინც ეს წაიკითხა და გაიფიქრა:
-ერთი კვირა რო აცდენდი ინსტიტუტს, იმიტომაც გვყავს კარგი ექიმები და შენც იმიტომ ზიხარ უმუშევრადო!
მოკლედ, იცოდეთ აეგეთები ეხლა კერძო კლინიკების მეპატრონეები არიან!
ბიზნესმენები” – ნინო ახობაძე, ექიმი.

წინა სტატია

გამომძიებელი ახლა ქოცებშია, თუ ოქრუაშვილს შეუერთდა ადეიშვილის რეკომენდაციით

შემდეგი სტატია

წავიდნენ ცაში და მას მერე, ვერეს ხეობაში რამდენჯერაც გავივლი, სულ ხელებს ვუწვდი, ვუწვდი და ვერ ვაწვდენ

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.