მთავარი»საზოგადოება»„გასაბერი ატრაქციონი დაჩეხეთ, ამას მხოლოდ თქვენნაირი მახინჯი აზროვნების ადამიანები თუ მოიფიქრებდნენ“

„გასაბერი ატრაქციონი დაჩეხეთ, ამას მხოლოდ თქვენნაირი მახინჯი აზროვნების ადამიანები თუ მოიფიქრებდნენ“

10
გაზიარებები
Pinterest Google+

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე რუსთაველის გამზირზე, ოპოზიციის ქმედებებს ეხმიანება.

“ოპოზიცია “ფორმაშია” და 2019 წელს მორიგი მავნებლობით ასრულებს, პარლამენტის წინ დადგმული დეკორაცია, რომელიც მათ დააზიანეს ეკუთვნოდა ბავშვებს და არა რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს, ბავშვების წინააღმდეგ წასვლა კი არანაირ პოლიტიკურ და ადამიანურ ეთიკაში არ ჯდება.

ოპოზიციას მივმართავ, თქვენც ხომ გყავთ შვილები? ყველას შვილს აქვს უფლება ახალ წელს გაერთოს და ბედნიერი შეხვდეს. თქვენ კი რა ქენით? გასაბერი ატრაქციონი დაჩეხეთ, დიახ დაჩეხეთ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ამას მხოლოდ თქვენნაირი მახინჯი აზროვნების ადამიანები თუ მოიფიქრებდნენ! როგორც უკვე ცნობილია მერიის განცხადებით, წინასწარ მიაწოდეს ინფორმაცია აქციის მონაწილეებს საახალწლო დღეებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი ადგილისა და საშობაო მარკეტის მოწყობის შესახებ, მაგრამ ოპოზიცია ჭიქაში ქარიშხლის გამოწვევას შეეცადა და მორიგი უგემოვნო სპექტაკლი შემოგვთავაზა, დესტრუქციულობის და უპასუხიმგებლობის პიკი კი დეკორაციის დაზიანება გახლდათ.

ახალი წელი საერთო სახალხო დღესასწაულია  და ოპოზიციას მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვება, არ შეიძლება ყველაფრის ვიწრო პარტიულ ინტერესებში მოქცევა და პატარა ანგელოზების წინააღმდეგ წასვლა. ბავშვების სიხარული, ხომ ყველას სიხარული უნდა იყოს”აცხადებს დავით ჩიხელიძე.

მულტიმედია

წინა პოსტი

მერიის თანამშრომლებმა პარლამენტის წინ საბავშვო ატრაქციონები დადგეს (ფოტო)

შემდეგი პოსტი

„ცოტაც კიდევ გაძელით ჩემო ძვირფასებო, ეს ბრძოლა ბოლომდე მივა“ - მიხეილ სააკაშვილი