მთავარი»პოლიტიკა»“გარკვეული ორგანიზაციები და პოლიტიკოსები რელიგიასა და ოჯახურ ფასეულობებს ებრძვიან”

“გარკვეული ორგანიზაციები და პოლიტიკოსები რელიგიასა და ოჯახურ ფასეულობებს ებრძვიან”

5
Shares
Pinterest Google+

 

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, გარკვეული ორგანიზაციები და პოლიტიკოსები რელიგიასა და ოჯახურ ფასეულობებს ებრძვიან.

ჟურნალისტმა კობახიძეს ლადო კახაძის განცხადების შეფასება სთხოვა, რომელმაც თქვა, რომ  ლიბერალური ფრთა ოჯახს ურტყამს. მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მიაჩნია, რომ ამ მხრივ საქართველოში პრობლემებია.

“ჩვენ გვაქვს ჩვენი ღირებულებები და ამ ღირებულებებს ლადო კახაძე იზიარებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტრადიციები, ევროპული ღირებულელების დამკვიდრება და ზუსტად ამას გულისხმობს კახაძე. ძალიან მნიშვნელოვანი ფასეულობებია ოჯახი, რელიგია, რწმენა, რომელსაც უტევენ სამწუხაროდ კონკრეტული სუბიექტები. ამ ფასეულობებს სჭირდება დაცვა როგორც პოლიტიკოსების, ასევე საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან. არიან კონკრეტული სუბიექტები მათ შორის ცალკეული ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ უტევენ რწმენას, რელიგიას და ოჯახურ ფასეულობებს. არ მინდა აქ ჩაღრმავება.  მთავარია თითოეულმა ჩვენგანმა დავიცვათ ეს ფასეულობები,”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

2020news.ge

 

წინა სტატია

„სანდრა რულოვსის შავბნელი საქმიანობის შესახებ პროკურატურას ოქროს მოწმის მიყვანა შევთავაზე, მაგრამ თავი აარიდეს“

შემდეგი სტატია

რეკორდი - მდინარე ტეხურაზე 60 კილოგრამიანი ლოქო ანკესით დაიჭირეს

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.