მთავარი»სამართალი»განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული ახალგაზრდა 20-21 ივნისის მოვლენებშიც ფიგურირებს

განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული ახალგაზრდა 20-21 ივნისის მოვლენებშიც ფიგურირებს

10
Shares
Pinterest Google+

რუსთაველის გამზირზე 21 წლის ბიჭის დაჭრაში ბრალდებულის ვინაობა ცნობილია. „პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ის 19 წლის ლექსო კაჩმაზაშვილია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს რუსთაველის გამზირზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 19-108-ე მუხლით დაიწყო. ბრალდებული კი მომხდარიდან მალევე დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ ლექსო კაჩმაზაშვილი 20-21 ივნისის მოვლენებშიც ფიგურირებს. ვიდეოკადრებში წითელმაისურიანი ახალგაზრდა, ჩანს, რომელიც ამავე დღეს ადმინისტრაციული წესით სამართალდამცავებმა დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს რუსთაველის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. 21 წლის ახალგაზრდას მრავლობითი ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის, სტაბილურია.

განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 19 წლის პირი დააკავეს, ამოღებულია დანაშაულის იარაღიც. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

წინა სტატია

ვანო ჩხარტიშვილმა ივანიშვილი-ხაზარაძის შეხვედრა დაადასტურა(?!)

შემდეგი სტატია

უცნაური რამ მოხდა ლიზიკოს საფლავზე - აკაციის ჯვარი აღმართვიდან მეორმოცე დღეს მწვანედ შეიმოსა