მთავარი»Slider»ნიკა გვარამია ცუდი რეჟისორი იყო, ან ვანო მერაბიშვილი ცუდი სცენარისტი?

ნიკა გვარამია ცუდი რეჟისორი იყო, ან ვანო მერაბიშვილი ცუდი სცენარისტი?

8
Shares
Pinterest Google+

ახლა ვუყურე რ2-ის ექსკლუზივს სათაურით: “კურიერმა” მოიპოვა ჩვენებები, რომელიც მელიას საქმეში დევს.
1. კარგია, რომ ადვოკატმა მხოლოდ რ2-ს გადასცა მასალები და ხაზი გაუსვა დანარჩენი მედიასაშუალებების მეასეხარისხოვნებას მის წარმოდგენებსა და თვალში.
2. “ამ საქმეში, თქვენ წარმოიდგინეთ, 80% არის ელემენტარულად ჯანმრთელობის ცნობები” – ამბობს ადვოკატი, რომელიც წესით, თუ ის ნამდვილად უფლებათადამცველია, შეწუხებული უნდა იყოს სისხლის ყველა იმ წვეთით, რომელიც აქციაზე დაიღვარა, მაგრამ ადვოკატისთვის მთავარია ნაცური სისხლი, ამიტომ დანარჩენი საზოგადოების სისხლი “ელემენტარულია”.
არადა, დარწმუნებული ვარ, ამ საქმეში იმ თვალგამოთხრილი პოლიციელის ჯანმრთელობის ცნობაც იქნება, რომელიც გუშინ თურქეთში გაუშვეს სამკურნალოდ და რომლის შესახებაც იგივე რ2-მა გაავრცელა ინფორმაცია, დასასვენებლად გაუშვესო.
“ელემენტარული” – თურმე ჯანმრთელობა ელემენტარული ყოფილა – მოხიბლული ვარ ადვოკატის მიდგომით.
3. “ეს მასალები, რომელიც ერთ ტომსაც ვერ ავსებს და რომლის დიდი ნაწილი სისხლიანი დარბევისას დაზარალებული მოქალაქეების ჯანმრთელობის ცნობებია” – სიუჟეტის ავტორი.
ესე იგი “კურიერი” გვეუბნება: თქვენი, ვინც ნაცებისგან შორს იდექით, ჯანმრთელობის ცნობა, იმდენად
მეორეხარისხოვანია, “დაჟე” ნიკა მელიას საქმეში-ც კი არ უნდა იყოს, ცნობადაც არ მივიღებთო – ამას ჰქვია ჰუმანიზმი, კაცთმოყვარეობა.
სხვათაშორის, ჰიტლერი სხვას არაფერს ქადაგებდა და უნერგავდა გონებაში ხალხს – განსხვავებული სისხლი.
4. კურიერი აღშფოთებულია რატომ შესძლო და გადაიღო ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ მელიას და სხვათა ე.წ. თათბირი.
ესე იგი ადვოკატი რომ ჩვენებებს გადმოგცემს ეს არის ექსკლუზივი და თათბირს რომ გადაიღებ – ეს ჟურნალისტური კრახი, ფსკერი, რომელიც აუცილებლად შევა ისტორიაში – ამას ჰქვია “შავი გაგება”.
დიახ, ნებისმიერი ე.წ. კანონიერი ქურდი შურითა და ბოღმით გასკდებოდა – ის, რაც ნიკა გვარამიასათვის მწვერვალია, რიგითი “ზაკონიკებისთვის” 10 წლიანი პატიმრობის გარანტი.
ხედავთ, რა დღეშია ჭეშმარიტი ინტელიგენცია?
5. რ2-ის ხელმძღვანელი სხვადასხვა დროს იყო საქართველოს იუსტიციის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. ის რ2-ის დირექტორის ამპლუაში გვამცნობს, რომ ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ, საკუთარი ინიციატივით მიმართა საგამოძიებო უწყებას – “საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ყანდიაშვილის სააგენტოს თანამშრომელმა, პროკურატურას უთხრა, რომ გამოძიებისათვის საინტერესო მასალაც ჰქონდა. როგორც ირკვევა სწორედ ყანდიაშვილის ერთ-ერთი ტროლია ნიკა მელიას წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულების ავტორი”.
ესე იგი რ2 ასწავლის ახალგაზრდობას – სიმართლის თქმა “გრეხია” და ვინც ჩემს წინააღმდეგ წავა “ტროლი”, თუ “ბოტი”, როგორც ამბობენ.
6. რამდენიმეგან წავიკითხე, რომ ნათია ბერიძეს მუქარისა და შანტაჟის შეტყობინებებს უგზავნიან.
ესაა ჟურნალისტიკა. მე, მაგალითად, ის დღე დაკარგულად მიმაჩნდა, თუ დილა არ იწყებოდა ყვირილითა და მუქარით – ეს რა დაწერე…
ის, კი არადა, ახალგორში რომ დამაპატიმრეს 2009 წელს, 2011 წელს ნაცებმა ფეისბუქზე დაწერეს – რატომ არ მოკლეს რუსებმა და სეპარატისტებმაო.
დიახ, ესაა ჟურნალისტიკა და არა ის, ექსკლუზივი ადვოკატის მოწოდებულ მასალებს რომ ჰქვია – მზამზარეულს და ნათია ბერიძის მიერ ექსკლუზიურად გადაღებულ კადრებს – ფსკერი.
წესით ეს არის ჟურნალისტის დევნა, მისი საქმიანობის უკანონოდ აკრძალვის ტოლფასი!
ჟურნალისტებმა თავისი სიტყვა კი, ასეთ დროს აუცილებლად უნდა თქვან – მხოლოდ რ2 არ არის მედიასაშუალება, სადაც ჟურნალისტები მუშაობენ!! რომელთაც ყველაფრის უფლება აქვთ, მათ შორის სხვა ჟურნალისტების დევნის!!!
არის მუქარა? – კანონიც არის და შეასრულონ! დაიცვან იმ ადამიანებისაგან, ვინც ჟურნალისტს ემუქრება!
არადა, სულ ცოტა ხნის წინ, ნოემბრის, მაისის, აპრილის თუ სხვა დროს ჩატარებული აქციების დროს, რ2 მსგავს კადრებს რომ გადაიღებდა, გამოაქვეყნებდა, ამას პროფესიონალიზმს უწოდებდნენ. განა, თავად ნიკა გვარამია, ცუდი რეჟისორი იყო, ან ვანო მერაბიშვილი ცუდი სცენარისტი?

წინა სტატია

ყველა კარიდან და ფანჯრიდან შემოცვივდნენ, როგორც ფილმებშია

შემდეგი სტატია

ქარს თესავენ - ქარიშხალს მოიმკიან - ნიკა მელია სასამართლოში წავიდა