მთავარი»სამართალი»გამოძალვის ბრალდებით ბათუმში თურქეთის სამი მოქალაქე დააკავეს

გამოძალვის ბრალდებით ბათუმში თურქეთის სამი მოქალაქე დააკავეს

4
გაზიარებები
Pinterest Google+

წუხელ გამოძალვის ბრალდებით ცხელ კვალზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

1975 წელს დაბადებული დ.ს-ის, 1982 წელს დაბადებული ი.ა-ის და 1992 წელს დაბადებული ბ.ჯ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ ბათუმში, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს – 1987 წელს დაბადებულ ბ.ე-ს, რის შემდეგაც იგი ავტომანქანით თბილისის მიმართულებით წაიყვანეს. გამომძალველები მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდნენ დაზარალებულის ძმას და მას 130 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ძმის – ბ.ე-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, აღნიშნული ავტომობილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში შეაჩერა და დანაშაულში მონაწილე სამივე პირი დააკავა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

წინა პოსტი

პოლონეთში ფერმერი, სავარაუდოდ, საკუთარმა ღორებმა შეჭამეს

შემდეგი პოსტი

შედეგს 48 საათის შემდეგ უნდა ველოდოთ - როგორია პატარა ანიტას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის?