მთავარი»კულტურა»გაიცანით – ქეთი ქოქრაშვილი

გაიცანით – ქეთი ქოქრაშვილი

15
Shares
Pinterest Google+

იურისტი, პროფესორი, სამართლის დოქტორი, სოციალურ მეცნირებათა აკადემიის ნამდვილი წევრი.  24 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის: 1 მონოგრაფია, 7 სახელმძღვანელო (მთ შორის 1 თანაავტორობით), 1 სალექციო კურსის, 15 სამეცნიერო სტატიის (მთ შორის 1 თანაავტორობით) ავტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისრტაციის ხელმძღვანელი.

 

****

სულის მარტოობა მტკივა, გეფიცები,
მაგ შენს სამყაროში ვის რა ადგილი აქვს?
ერთი პაწაწინა კუთხე დამიტოვე,
შენთან სივიწროვეც ჩემთვის ადვილია.
მთელი ცხოვრება ხომ შენსკენ მოვდიოდი,
არც კი მინანია დრო, რაც განვლილია,
ყველა გაზაფხული შენთვის ვაზაფხულე,
ყველა სიხარული შენით ათვლილია.
ერთი სადღეგრძელოც…. ისევ სიყვარულზე…..
ღვინის ყველა ჭიქა თითქმის დაცლილია,
უკან არ მიბრუნდე, რომ არ შეგეშინდეს,
ჩემსკენ სიარული უფრო ადვილია.
მოდი მივატოვოთ ეს ცრუ რეალობა,
სული სიმარტოვით უღმრთოდ დაღლილია,
ერთი ნაბიჯია ბედნიერებამდე….
ზღაპრულ სამყარომდე…. მცირე მანძილია.

***

ქარმა გამიწეწა თმები,

ტანზე მომეძარცვა კაბა,

სანამ მთავარ სათქმელს ვიტყვი,

გთხოვთ, არ ჩამოუშვათ ფარდა.

ახლა დრო დამიდგა ახლის,

ვიწყებ სულ სხვა წიგნის წერას,

უნდა დავასრულო ფიქრი,

უნდა დავუბრუნდე „სცენას“.

თორემ….

დამიძველდა როლი,

გვირგვინს გაუვიდა ყავლი,

ცოტაც „მათამაშე“  ღმერთო,

ვიცი, სტუმარი ვარ …. გავლით.

მაინც აუყვები აღმართს,

ცოტაც მომეხმარე სვლაში,

სანამ მთავარ სათქმელს ვიტყვი,

გთხოვთ არ გამაგონოთ ტაში.

 

***

არ მიძებნიხარ, ვფიცავარ უფალს…..
შემთხვევით შემხვდი სევდიან ღამით,
თმა ნაწვიმარი, შემოგხვდი გზაზე,
გზაზე, რომელზეც ვიყავი გავლით.
სულ ერთი წამი დაჭირდათ თვალებს,
რომ შენი ყველა შეეგრძნოთ ნაკვთი,
გულის სიღრმემდე ჩაგიწვდა მზერა
და ყველა ნერვში ოცნებად გაკრთი.
მინდა ვისუნთქო ჰაერი შენი
და ჩემი ფიქრიც შენს ფიქრებს ჰგავდეს,
მინდა გიყვარდეს ზღაპარი ჩემი
და სიხარულის მიზეზად გყავდე.
ცამ გადმოფინა ღრუბლების ფარჩა,
ახლა წვიმაში სირბილი რად ღირს……
არ მიძებნიხარ, ვფიცავარ უფალს!
შენ შემეფეთე ქუჩაში, დაღლილს.
ნაბიჯი ნაბიჯს ვატოლეთ მახსოვს,
ქვას დავათხლიშე აზრები ძველი,
ხვალ რა იქნება უფალმა უწყის……
ეხლა რაცა რის – ეს არის „ჩვენი“

 

წინა სტატია

ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსში "თბილისი" მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება გრძელდება

შემდეგი სტატია

რეზო სტურუას პოეზია

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *