მთავარი»Slider»„გადაწყვიტა, რომ სტერეოტიპები დაარღვიოს“ – 19 წლის გოგონამ ელექტრიკოსის პროფესია აირჩია (ვიდეო)

„გადაწყვიტა, რომ სტერეოტიპები დაარღვიოს“ – 19 წლის გოგონამ ელექტრიკოსის პროფესია აირჩია (ვიდეო)

7
Shares
Pinterest Google+

 

ენერგო-პრო ჯორჯიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ავთო დვალიშვილი ფეისბუქზე ვიდეოს აქვეყნებს ტექსტით:

მეგობრები ურჩევდნენ, რომ არ აერჩია ელექტრიკოსის პროფესია, რადგან მამაკაცის პროფესიად ითვლება და მას პერსპექტივა არ ექნებოდა ამ სფეროში. გადაწყვიტა, რომ სტერეოტიპები დაარღვიოს და ელექტროობის სპეციალობაზე ჩააბარა. გაიცანით – ათშვილიანი ოჯახის მეშვიდე შვილი, 19 წლის ვალენტინა ზიბზიბაზე, რომელიც ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში ცხოვრობს და ამჟამად ფოთში,საზოგადოებრივ კოლეჯ ,,ფაზისში“ სწავლობს.

ენერგო-პრო ჯორჯია ეხმარება ვალენტინას, რომ სწავლის პროცესი წარმატებულად გაიაროს, კომპანიამ მას ყოველთვიური სტიპენდია დაუნიშნა. რა შეიძინა პირველი სტიპენდიით, ვიდეოდან გაიგებთ..:

კოლეჯში სწავლის ბოლო ეტაპზე, ის სტაჟირებას გაივლის კომპანიაში, ტესტირების წარმატებულად დაძლევის შემთხვევაში კი დასაქმდება ენერგო-პრო ჯორჯიაში. ვალენტინა გაივლის ყველა იმ ეტაპს, რომელიც აუცილებელია პროფესიონალი ელექტრიკოსის ჩამოყალიბებისათვის. მას სხვა გეგმებიც აქვს, სურს რომ მომავალში ჩააბაროს იგივე ფაკულტეტზე – უმაღლეს სასწავლებელში და გაიღრმაოს ცოდნა“ – წერს ავთო დვალიშვილი.

 

წინა სტატია

პოლიციის ავტომობილი ბათუმში არასრულწლოვანს დაეჯახა

შემდეგი სტატია

სკანდალი! - კაზინოს მოთამაშეებს ნარკოტიკით აბრუებენ?

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *