მთავარი»საზოგადოება»„გადაიდოს ყოველგვარი რეგულაცია ტაქსებზე“ – ტაქსის მძღოლებმა მორიგი აქცია დააანონსეს

„გადაიდოს ყოველგვარი რეგულაცია ტაქსებზე“ – ტაქსის მძღოლებმა მორიგი აქცია დააანონსეს

6
Shares
Pinterest Google+

 

ტაქსის მძღოლები მორიგ ფართომასშტაბიან აქციას 18 აპრილს ჩაატარებენ. მათი მოთხოვნა უცვლელია- ორი წლით გადაიდოს ის რეგულაციები, რომელიც ტაქსის თეთრ ფერში გადაღებას გულისხმობს.

აქციის მონაწილეები რეგიონში დასაქმებულ ტაქსის მძღოლებსაც მოუწოდებენ, რომ 18 აპრილს, თბილისში დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ.

ვაგზლის მოედანზე შეკრებილ მძღოლებს დღეს „ლეიბორისტული პარტიის” წარმომადგენლები შეუერთდნენ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მათ იურიდიულ დახმარებას დაჰპირდნენ.

„თუ თბილისში გაუვიდათ ეს მავნე რეგულაციები, შემდგომ რეგიონებში გაავრცელებენ ამ ყოველივეს, რაც გამოიწვევს ათი ათასობით ჩვენი მოქალაქის უმუშევრად დატოვებას, უსახსროდ, უფულოდ, უსასოოდ და ესენი იქნებიან განწირულები. ამიტომ, მოთხოვნა არის სრულიად სამართლიანი, გადაიდოს ყოველგვარი რეგულაცია ტაქსებზე და სანამ არ იქნება დაკმაყოფილებული ეს მოთხოვნები, მანამდე გაგრძელდება მჯდომარე პერმანენტული აქციები. ჩვენ ვიწყებთ საინფორმაციო შეხვედრებს მთელი თბილისის მასშტაბით და დარწმუნებული ვარ ათი ათასობით ადამიანი შემოუერთდება ამ კანონიერ მოთხოვნებს,”- განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის” წევრმა გიორგი გუგავამ.

რეზონანსი

 

წინა სტატია

„პარლამენტის წინ ბენზინს გადავისხამ და თავს დავიწვავ“- უსამართლო სამართალი

შემდეგი სტატია

TBC ბანკიდან გადახდის აპარატი მოიპარეს

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *