მთავარი»საზოგადოება»„გააუქმეთ პენსიონერების წინასწარ აღებული პენსიის ე.წ. სესხის დავალიანებები!“ – „საუდაკი“ „ლიბერთი ბანკს“ მიმართავს

„გააუქმეთ პენსიონერების წინასწარ აღებული პენსიის ე.წ. სესხის დავალიანებები!“ – „საუდაკი“ „ლიბერთი ბანკს“ მიმართავს

16
Shares
Pinterest Google+

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტთა კავშირი“ სოციალურ ქსელის საშუალებით „ლიბერთი ბანკის“ ხელმძღვანელობას მიმართავს:

„კრიმინალური ნიშნების მქონე “ლიბერთი” ბანკის საყურადღებოდ!
თქვენი საქმიანობა პენსიონერების მიმართ ნორმალურ სახელმწიფოში სისხლის სამართლის დანაშაულია და სანამ საუდაკს მოუთხოვია თქვენი სისტემის დანაშაულის ჩადენის შესწავლა შესაბამისი სტუქტურიდან, დროულად გააუქმეთ პენსიონრების წინასწარ აღებული პენსიის სესხად გაცემული ე.წ. სესხის დავალიანებები! პენსია, რომელიც ადამიანს კანონით ეკუთვნის, ის არ უნდა იყოს არც ერთ შემთხვევაში წინასწარი გაცემის მოტივაციით სესხი. არც ერთ ქვეყანაში ასეთი ტიპის ძარცვა პენსიონრების არ არსებულა და არც იარსებებს. თქვენი თავაშვებული კრიმინალობის შედეგი გახდა პენსიონრების ზარები ჩვენთან.
ასევე კეთილი ინებოს და გადადგას მთავრობამ ნაბიჯი პენსიონერების სასიცოცხლო თეთრების დასაცავად. პენსია პირველად საჭიროებისთვისაც კაპიკია და მისი სესხად გაცემა კი ტრაგედია!“ – ვკითხულობთ „საუდეკის“ ფეისბუქის გვერდზე.

წინა სტატია

„ბუნება სასტიკად გვიხდის სამაგიეროს - ან ცეცხლში დაგვფერფლავს ან წყალში ჩაგვახრჩობს“

შემდეგი სტატია

მარნეულის სასურსათო ქარხანამ თავისი წარმოების წითელი ტყემალი შემოწმებისთვის გერმანიაში გააგზავნა