მთავარი»ეს საინტერესოა»Facebook-ი ორმა წამყვანმა მენეჯერმა დატოვა

Facebook-ი ორმა წამყვანმა მენეჯერმა დატოვა

4
Shares
Pinterest Google+

 

Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ კომპანიის პროდუქტების განვითარების ოფიცერი კრის კოკსი და WhatsApp-ის ხელმძღვანელი კრის დენიელსი თანამდებობას ტოვებენ. ამის შესახებ BBC წერს.

Facebook-ი ერთი წლის იყო, როდესაც 2005 წელს კოკსი სოცქსელს შეუერთდა. 2006 წელს WhatsApp-ში მუშაობა დაიწყო კრის დენიელსი.

ბოლო დღეების განმავლობაში Facebook-ი, WhatsApp-ი და Instagram-ი დიდი გამოწვევის წინაშე დადგა. ცუკერბერგის სამივე პლატფორმაზე მასშტაბური შეფერხება დაფიქსირდა. Facebook-ის მომხმარებლები თავის გვერდზე შესვლას 8 საათი უშედეგოდ ცდილობდნენ.

Facebook-ი 19 წლის მარკ ცუკერბერგმა 2004 წლის 4 თებერვალს დააარსა.

იმედინიუსი

წინა სტატია

ოკუპანტებს ლევან ძაძუა სხვა ადამიანში შეეშალათ და შეცდომით დააკავეს

შემდეგი სტატია

„სამწუხაროდ, არის წინაპირობა იმის, რომ ევროკავშირმა მოითხოვოს უვიზო რეჟიმის შეჩერება“

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *