მთავარი»მსოფლიო»ევროპის ბაზარზე წითელი ბანანი გამოჩნდა

ევროპის ბაზარზე წითელი ბანანი გამოჩნდა

0
გაზიარებები
Pinterest Google+

ევროპის ბაზარზე წითელი ბანანი გამოჩნდა. როგორც East fruit წერს, პროდუქტს ეკვადორში, კომპანია Freskita Bananas აწარმოებს.

წითელი ბანანი ტროპიკული ხილის ოჯახს მიეკუთვნება, თუმცა ტრადიციული ბანანისგან მკვეთრად განსხვავდება. კერძოდ, ეს არის ფერი, პატარა ზომა, უფრო ტკბილი გემო, ბევრად მეტი A ვიტამინის კონცენტრაცია, ამასთან, შედარებით მცირე გლიკემიური ინდექსი და აშ.

freshPlaza –ს ინფორმაციით, ბანანის ეს სახეობა ეკვადორში საკმად შეზღუდული რაოდნობითაა და მისი მთლიანი მოცულობა ექსპორტზე გადის.

„ჩვენ ვიცით, საცალო ბაზარზე არსებული მოთხოვნები და საჭიროებები. ამიტომ, არსებული ტენდენციის შესაბამისად, გვინდა, რომ მომხმარებლბებს შევთავაზოთ პროდუქტის სრული ასორტიმენტი. მართალია, ბანანის დიდი მოცულობა არ იწარმოება, მაგრამ ჩვენთვის მთავარი ხარისხია. ყოველი ახალი პროდუქტის უკან დგას გუნდი, რომელიც იღებს პასუხიმსგებლობას მის ხარისხსა და მიწოდების უზრუნველყოფაზე“,- განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა გაეტანო ლეონემ.

მისივე თქმით, Freskita Bananas მუშაობს, რომ წარმოება გაზარდოს და ბაზრის მოთხოვნები სულად დააკმაყოფილოს.

BPN

წინა პოსტი

„მის გვერდით, ბალიშზე იყო დახვეული“ - გორში ახალგაზრდა ქალი საწოლში გველმა დაგესლა

შემდეგი პოსტი

ღირსება ჩემთვის ყველაფერზე მაღლა დგას - ვანო ზარდიაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს