მთავარი»საზოგადოება»„ეს ქალი საქართველოდან გაძევებას იმსახურებს“ – მანანა არჩვაძე სანდრა რულოვსზე

„ეს ქალი საქართველოდან გაძევებას იმსახურებს“ – მანანა არჩვაძე სანდრა რულოვსზე

9
Shares
Pinterest Google+

 

მანანა არჩვაძე ზუგდიდის ცენტრში, მხარდამჭერებს შეხვდა და მოუწოდა სანდრა  რულოვს მხარი არ დაუჭირონ.

„ეს ქალი ნამდვილად იმსახურებს საქართველოდან გაძევებას. ზვიად გამსახურდია, რომელმაც სიცოცხლე შესწირა, ყველაფერი გაიღო საქართველოსთვის და სამეგრელოში ჩამოვიდა. პირველი მისი ნაბიჯები იყო სამეგრელოში ვინაიდან იცოდა რა მოელოდა სამეგრელოს და არაფრით არ დაუშვებდა. მტერმა ყველა ღონე იხმარა, მოღალატეებმა… მე მოღალატეებს მერე ჩამოგითვლით, ეხლა არ შევეხები მათ და მათ კატეგორიულად უნდა მივმართო და გავაფრთხილო, რომ დღეიდან დატოვონ სამეგრელოს ტერიტორია. გაძევებულ იქნენ ესენი“, განაცხადა შეხვედრაზე მანანა არჩვაძემ.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მეუღლე მანანა არჩვაძემ რულოვსი ადრეც გააკრიტიკა.

მიმდინარე წლის აპრილში, გამსახურდიას ქვრივმა სოციალურ ქსელში რულოვსის მისამართით მწვავე პოსტი გამოაქვეყნა.

„შე ნამუსგარეცხილო ჯაშუშო, შენი და შენი ე.წ. ქმარი როგორ ბედავთ ზვიად გამსახურდიას ხსენებას. მიხედე საქართველოში თქვენს მიერ დატრიალებულ ტრაგედიას, „მოქკავშირიდან” დღემდე, რომელი ერთი დანაშაული ჩამოგითვალო…“, – წერდა მანანა არჩვაძე.

ზუგდიდში 19 მაისს მერის არჩევნები ჩატარდება. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი სანდრა რულოვსია.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე რეგიონში სიტუაცია დაძაბულია. მმართველი გუნდი და ოპოზიცია შექმნილ ვითარებაში ერთმანეთს ადანაშაულებს.

პრაიმტაიმი

წინა სტატია

საქართველოს ასეთი წარდგენა რომელი ავადმყოფის რეგვენმა “ბაშკამ” მოხარშა?“ - ბაკურ სვანიძე

შემდეგი სტატია

„არ მინახავს არატრადიციული ორიენტაციის პირი, რომელიც სამსახურს ვერ შოულობს, ან ვინმემ დაითხოვოს ასე ადვილად”- ნანა დევდარიანი

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *