მთავარი»პოლიტიკა»„ეს პროცესი უკავშირდება ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას“ – ბიძინა გეგიძე სუსში დაბარებაზე

„ეს პროცესი უკავშირდება ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას“ – ბიძინა გეგიძე სუსში დაბარებაზე

9
Shares
Pinterest Google+

 

პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბიძინა გეგიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაბარებას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.

„გამოძიება, შესწავლა თუ მოკვლევა დაიწყო 2018 წლის ზაფხულში. მაშინ, როდესაც საკმაოდ აქტიური ვიყავი და მქონდა ჩემი კრიტიკული ხედვები, პოზიციები, არგუმენტები პოლიტიკურ პროცესებზე. პარალელურად მოხდა ის, რომ გადადგა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ჩემი მეგობარი, ეს ყველამ იცის. კვირიკაშვილი გადადგა ივნისის შუა რიცხვებში და გამოძიება დაიწყო 2 აგვისტოს, როგორც სუს-ი აცხადებს. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ მიუხედავად იმისა, ვინ რას ფიქრობს და ვინ როგორ ცდილობს, გამიჯნოს პოლიტიკა და სამართლებრივი მხარე, აქ არის პოლიტიკური ფაქტორი, რადგან ვარ პოლიტიკაში. ეს გამოძიება დაიწყო ჩემი აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის დროს. ლოგიკურია, რომ ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ 2018 წლის ზაფხულში დაწყებული ეს პროცესი უკავშირდებოდეს ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას და სამართლებრივად მოიძებნა ჩემი წინასამსახურებრივი თემა. რა არის, კონკრეტულად რას უკავშირდება, როდესაც მექნება სუს-თან გამოკითხვის ფორმატში კონტაქტი, ამის შემდეგ შემიძლია საუბარი“, – განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

 

წინა სტატია

„საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი“ - ილია მეორე

შემდეგი სტატია

რატომ იკურთხება ფერიცვალებაზე ხილი და აკრძალულია თუ არა ყურძნის მიღება ფერისცვალებამდე?