მთავარი»საზოგადოება»„ეს დაძაბულობამდე მიგვიყვანს და შეიძლება, რელიგიური შუღლიც ჩამოყალიბდეს“

„ეს დაძაბულობამდე მიგვიყვანს და შეიძლება, რელიგიური შუღლიც ჩამოყალიბდეს“

5
Shares
Pinterest Google+

 

“მეტრონომთან” საუბრისას მამა პეტრე კოლხი აცხადებს, რომ იმუნიტეტი არავის აქვს და ღვთისა და ერის წინაშე ყველა თანასწორია.

მამა პეტრეს თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტი შეიძლება, დაპირისპირების საგნად იქცეს.

“რელიგიური ნიშნის მიხედვით ადამიანების შერჩევა არ უნდა ხდებოდეს. თუ მართლმადიდებელი სასულიერო პირი ისარგებლებს პრივილეგიით, მაშინ სხვა რელიგიის მიმდევარ სასულიერო პირებსაც იგივე პრივილეგიები უნდა ქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს დაძაბულობამდე და წინააღმდეგობამდე მიგვიყვანს და შეიძლება, რელიგიური შუღლიც ჩამოყალიბდეს. იმ ურთიერთობამ, რომელმაც შეიძლება, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა დაარეგულიროს, პირიქით, შეიძლება დაპირისპირების საგნად იქცეს. ამიტომ, არ ვფიქორბ, რომ რომელიმე რელიგიის წარმომადგენელი რაიმე უპირატესობით უნდა სარგებლობდეს. სახელმწიფოს, ღვთის, ერის წინაშე ყველა თანასწორუფლებიანია, არავის აქვს იმუნიტეტი და ყველა უნდა იდგეს ღვთისა და ერის სამსახურში”, – აცხადებს მამა პეტრე.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილიპარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივას სთავაზობს, რომლის მიხედვით, უქმდება ნორმა, რომლითაც მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ. ამასთან, როგორც სესიაშვილი განმარტავს, აღნიშნული ინიციატივა არ გავრცელდება მართლმადიდებელ სასულიერო პირებზე, რადგან მათთან დაკავშირებით კონკორდატით გათვალისწინებული წესი მოქმედებს.

 

წინა სტატია

ზურაბიშვილის სომხეთის პოლიტიკას აკრიტიკებს - „აქ არ არის ის კეთილგანწყობა, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ უნდა არსებობდეს"

შემდეგი სტატია

„კი არ გაამართლეს, ნაქურდალი დააბრუნებინეს და პანღურებით გამოყარეს ქვეყნიდან“

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *