მთავარი»მსოფლიო»„ერთმა პირმა რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობა ზედიზედ ორ ვადაზე მეტჯერ არ უნდა დაიკავოს, თუმცა საკითხი პრინციპული არ მგონია“

„ერთმა პირმა რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობა ზედიზედ ორ ვადაზე მეტჯერ არ უნდა დაიკავოს, თუმცა საკითხი პრინციპული არ მგონია“

4
გაზიარებები
Pinterest Google+

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივით გამოდის.

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა ფედერალური კრებისადმი ყოველწლიურ მიმართვაში განაცხადა, რუსეთში ახალი კონსტიტუციის მიღების საჭიროებას ვერ ხედავს, რადგან 1993 წელს მიღებული კონსტიტუციის პოტენციალი ამოწურული ჯერ არ არის, თუმცა ის მიიჩნევს, რომ კონსტიტუციაში შესწორებების შეტანა შესაძლებელია.

მისი თქმით, კონსტიტუციაში უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ რუსეთს შეუძლია, დარჩეს რუსეთად მხოლოდ როგორც სუვერენული სახელმწიფო. პუტინის ინიციატივით, რუსეთის სამართლებრივ სივრცეში უპირატესობა ქვეყნის კონსტიტუციას უნდა მიენიჭოს.

„ეს ნიშნავს შემდეგს – საერთაშორისო კანონმდებლობისა და შეთანხმებების, ასევე საერთაშორისო ორგანოების მოთხოვნების მოქმედება რუსეთის ტერიტორიაზე შესაძლებელია მხოლოდ იმ ნაწილში, სადაც მათ ადამიანისა და მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლების შეზღუდვა არ მოსდევს და არ ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ვლადიმერ პუტინის მიერ ინიცირებული ცვლილებების თანახმად, ფედერაციის სუბიექტების ხელმძღვანელებს, პრემიერებს, მინისტრებს, დეპუტატებსა და მოსამართლეებს აეკრძალებათ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის ან ბინადრობის უფლება.

„სახელმწიფო სამსახურის აზრი, მისია სწორედ მსახურებაშია და ადამიანმა, რომელიც ამ გზას ირჩევს, საკუთარი თავისთვის უნდა გადაწყვიტოს, რომ თავის ცხოვრებას რუსეთთან, ჩვენს ხალხთან აკავშირებს“, – აღნიშნა პუტინმა.

პუტინი მიიჩნევს, რომ უნდა გამკაცრდეს მოთხოვნები პრეზიდენტის პოსტის დაკავების მსურველთათვის.

მისივე ინიციატივით, პრეზიდენტობის კანდიდატისთვის სავალდებულო უნდა გახდეს 10 წლის ნაცვლად რუსეთში 25 წლის განმავლობაში ცხოვრება. გარდა ამისა, პრეზიდენტობის კანდიდატს უნდა აეკრძალოს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ან ბინადრობის უფლება არა მხოლოდ არჩევნების პერიოდში, არამედ მანამდეც.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პრინციპულად არ მიაჩნია საკონსტიტუციო დებულება, რომ ერთსა და იმავე პირს ზედიზედ ორ ვადაზე მეტჯერ პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების უფლება არ უნდა ჰქონდეს, თუმცა აღნიშნულს ეთანხმება.

„საზოგადოებაში განიხილება საკონსტიტუციო დებულება იმის შესახებ, რომ ერთი და იგივე პირმა არ უნდა დაიკავოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა ზედიზედ ორ ვადაზე მეტჯერ. არ მიმაჩნია, რომ ეს საკითხი პრინციპულია, თუმცა ვეთანხმები ამას“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივით, სახელმწიფო დუმას უნდა მიენიჭოს პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების უფლება, პრეზიდენტს კი პარლამენტის მიერ დამტკიცებული მთავრობის დანიშვნაზე უარის თქმის უფლება არ ექნება.

ამავე დროს, პუტინი მიიჩნევს, რომ რუსეთი უნდა დარჩეს ძლიერ საპრეზიდენტო რესპუბლიკად. მისი თქმით, პრეზიდენტმა უნდა შეინარჩუნოს პრემიერისა და მინისტრების გათავისუფლების უფლება.

პუტინის მიერ დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელები პრეზიდენტმა მხოლოდ ფედერაციის საბჭოსთან კონსულტაციების შედეგად უნდა დანიშნოს.

პუტინი გამოდის წინადადებით, რომ პრეზიდენტისთვის გათვალისწინებული იყოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების გადაყენების უფლებამოსილება, თუკი ისინი მოსამართლის წოდებასთან შეუსაბამო ქმედებებს ჩაიდენენ.

როგორც ფედერალური კრებისადმი მიმართვაში ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, საკონსტიტუციო შესწორებების პაკეტთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი განხილვა და ხმის მიცემა უნდა გაიმართოს

წინა პოსტი

სწრაფი კვების რესტორანმა პრინც ჰარის და მეგან მარკლს სამსახური შესთავაზა

შემდეგი პოსტი

5 ცნობილი მამაკაცი, რომელიც საჩოთირო ვითარებაში გარდაიცვალა