მთავარი»ეს საინტერესოა»ერთ დღეს შეწყვეტილი სიცოცხლე – 5 ცნობილი წყვილის ტრაგიკული ისტორია

ერთ დღეს შეწყვეტილი სიცოცხლე – 5 ცნობილი წყვილის ტრაგიკული ისტორია

10
Shares
Pinterest Google+

მათ ერთმანეთი თავდავიწყებამდე უყვარდათ და ტრაგიკული შემთხვევა რომ არა, შესაძლოა, დიდხანს და ბედნიერად ეცხოვრათ, მაგრამ ცხოვრება ზღაპარი არაა და ზოგჯერ, სამწუხარო დასასრული აქვს..

ნიკოლოზ II და ალექსანდრა ფიოდოროვნა

 

რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის ოჯახი, მაშინდელი არისტოკრატიისგან განსხვავებით, ღრმა და წრფელი რეგლიგიურობით გამოირჩეოდა.  ყველა, ვინც მათ ცხოვრებას იცნობდა, აღნიშნავდა სამეფო ოჯახის წევრების საოცარ სისადავეს, ურთიერთსიყვარულსა და ურთიერთთანხმობას. ეს იყო მჭიდროდ შეკრული ოჯახი, რომლის ყურადღების ცენტრში ალექსეი ნიკოლაევიჩი იმყოფებოდა. ნიკოლოზ II და მის საყვარელ მეუღლეს ალექსანდრა ფიოდოროვნას ვერცხლის ქორწინებამდე ერთი წელი აშორებდათ, როცა 1918 წლის 17 ივლისს ბოლშევიკებმა მეფე, დედოფალი და მათი ხუთი შვილი დახვრიტეს.

ბონი და კლაიდი

ბონი პარკერი და კლაიდ ბეროუ მე-20 საუკუნის ყველაზე ცნობილი ამერიკელი მძარცველები იყვნენ. ერთმანეთი რომ გაიცნეს, გოგონა 20 წლის იყო, მისი რჩეული კი 21 წლის. ისინი ფულისა და თავგადასავლების მოყვარული რომანტიკოსები იყვნენ. 4 წლის მანძილზე ბონისა და კლაიდის ბანდამ უამრავი პატარა მაღაზია და ბენზინგასამართი სადგური გაძარცვა, თუმცა სახელი 20-მდე ბანკის გაძარცვით გაითქვეს. შეყვარებულების ბანდა სისასტიკით გამოირჩეოდა – ძარცვის დროს ბანდიტები დაუნდობლად კლავდნენ როგორც პოლიციელებს, ისე რიგით მოქალაქეებს.
1934 წელს ბონი და კლაიდი პოლიციელების ჩასაფრებაში მოყვნენ. შეყვარებულებმა დანებებას ერთად სიკვდილი არჩიეს. გარდაცვლილების სხეულზე 110 ნატყვიარი დათვალეს.

ადოლფ ჰიტლერი და ევა ბრაუნი

ადოლფმა და ევამ ერთმანეთი 1929 წელს გაიცნეს, როცა გოგონა მხოლოდ 17 წლის იყო, ხოლო მომავალი ფიურერი უკვე 40 წლის გახლდათ. წყვილი მრავალწლიანი სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ, სიკვდილამდე ერთი დღით ადრე დაქორწინდა.პროცესი კანონის სრული დაცვით წარიმართ – შედგა საქორწინო კონტრაქტი და გაიმართა საქორწინო ცერემონია. 1945 წლის 30 აპრილს, დაახლოებით 15:30 საათზე ევა ბრაუნი და ადოლფ ჰიტლერი გარემოცვის წევრებს დაემშვიდობენ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს. სიკვდილის წინ ჰიტლერმა თავისი ორი საყვარელი ნაგაზიც მოწამლა.

პრინცესა დაიანა და დოდი ალ-ფაიედი

1997 წლის 31 აგვისტოს პარიზში მომხდარმა ავტოკატასტროფამ მთელი მსოფლიო შეძრა. იმ ღამეს უელსის პრინცესა და მისი შეყვარებული დოდი ალ-ფაიედი ცდილობდნენ პაპარაცების მომაბეზრებელ დევნას გაქცეოდნენ. საშინელმა დაძაბულობამ, უამრავი ფოტოკამერის ნათებამ და პაპარაცებისგან გაქცევის სურვილმა თავისი საქმე გააკეთა – მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილი გვირაბის ერთ-ერთ კოლონას 105 კმ/სთ სიჩქარით შეასკდა. პრინცესა და მისი შეყვარებული ადგილზე გარდაიცვალნენ.

ჯონ კენედი უმცროსი და კეროლინ ბისეტი

აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტის ვაჟი, ჯონ კე­ნე­დი უმ­ცრო­სი და კე­რო­ლინ ბი­სე­ტი აშშ-ს ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ლა­მაზ და ცნო­ბილ წყვი­ლად მი­იჩ­ნე­ო­და, თუმ­ცა მათი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია ხან­მოკ­ლე აღ­მოჩ­ნდა…1999 წლის 16 ივ­ლისს წყვი­ლი ოჯა­ხუ­რი შეკ­რე­ბის­თვის ბი­ძაშ­ვი­ლის ქორ­წილ­ში მი­ემ­გზავ­რე­ბო­და, თუმ­ცა ზე­ი­მისთვის მზა­დე­ბა ტრა­გი­კუ­ლი ამ­ბით დას­რულ­და. თვითმფრი­ნავს ჯონი თა­ვად მარ­თავ­და, რო­მე­ლიც არც ისე გა­მოც­დი­ლი მფრი­ნა­ვი იყო. მას­თან ერ­თად ბორტზე მისი მე­უღ­ლე კე­რო­ლი­ნი და ცო­ლისდა ის­ხდნენ. ჯონ­მა მარ­თვი­სას კონ­ტრო­ლი და­კარ­გა. ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფას სა­მი­ვე მათ­გა­ნი ემსხვერ­პლა.

„პროგრესნიუსი“

წინა სტატია

"სკოლაში ფულის აგროვება არის უკანონობა და არავის აქვს უფლება მშობლები დაავალდებულოს“

შემდეგი სტატია

ვერ დავაფასებ მას, ვინც მეტყვის დავთმო შოტლანდია - მედლინ მუნი რასმუსენის ინიციატივაზე