მთავარი»საზოგადოება»ეროვნული ხელისუფლების დამხობიდან 28 წელი გავიდა

ეროვნული ხელისუფლების დამხობიდან 28 წელი გავიდა

9
გაზიარებები
Pinterest Google+

1992 წლის 6 იანვარი – საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე, როცა  კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ოჯახის წევრებთან და მომხრეებთან ერთად ქვეყნის ტერიტორია  დაახლოებით 03:30 საათზე დატოვა და აზერბაიჯანისკენ გაემართა.

გავრცელებული ინფორმაციით, მისი მომხრეები რამდენიმე მსუბუქ ავტომობილში, ორ ავტობუსსა და სამ ჯავშანმანქანაში ისხდნენ. მეტეხის ხიდთან ოპოზიციის შეიარაღებულ დაჯგუფებასა და ავტობუსებში მსხდომთ შორის სროლა ატყდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, რამდენიმე ადამიანი კი დაიჭრა. დამხობილმა პრეზიდენტმა თავშესაფარი აზერბაიჯანის ხელისუფლებას სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ამის ოფიციალურ მიზეზად მაშინდელი პრეზიდენტის აიაზ მუთალიბოვის პრეს-სამსახურმა ის მოიტანა, რომ გამსახურდიამ და მისმა თანმხლებმა პირებმა აზერბაიჯანის საზღვარი ქვეყნის ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად გადაკვეთეს. ამის გამო გამსახურდია იძულებული გახდა, განჯიდან სომხეთისაკენ აეღო გეზი. სომხეთში მცირე ხნით ყოფნის შემდეგ მან თავი ჩეჩნეთს შეაფარა.

1992 წლის 7 იანვარს შეიარაღებული ოპოზიცია უზენაესი საბჭოს შენობაში შევიდა და გამსახურდიაზე გამარჯვება იზეიმა.  სწორედ ამ დღეს დამთავრდა თბილისის ომი – ყველაზე სამარცხვინო ძმათამკვლელი ომი საქართველოს ისტორიაში. მას შემდეგ 28 წელი გავიდა…

წინა პოსტი

მე-6 სართულიდან ბიჭი გადავარდა, საჭიროა პირველი, უარყოფითი ჯგუფის სისხლი

შემდეგი პოსტი

„მე ყველაფერს 1 საათში გავაკეთებდი“ - სააკაშვილი გუდაურის წყალმომარაგების პრობლემებს გამოეხმაურა