მთავარი»საზოგადოება»ეროვნულ გამოცდებზე 41000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა

ეროვნულ გამოცდებზე 41000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა

7
Shares
Pinterest Google+

 

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის წელს 41000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების სურვილი 12000-მდე კანდიდატმა გამოთქვა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩაბარებისთვის რეგისტრაცია 4600-მდე სტუდენტმა გაიარა. მასწავლებლის კომპეტენციას კი 31000-ზე მეტი აპლიკანტი დაადასტურებს.

წელს ქვეყნის მასშტაბით 11 ქალაქში სულ 23 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება. ყველა მათგანი გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით იქნება აღჭურვილი. ცენტრების მიმდებარედ კი სასწრაფო დახმარების, სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის მანქანები იქნება მობილიზებული.  აბიტურიენტებს საგამოცდო ცენტრებამდე მისაყვანად სპეციალური ავტობუსები მოემსახურება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით პირველ ივლისს დაიწყება და 23-ში ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

17-24 ივლისს გამოცდები გაიმართება მაგისტრობის მსურველებისთვის.

10 ივლისიდან კი გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან.

რაც შეეხებათ სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებს, მათთვის გამოცდა 5 ივლისს ჩატარდება.

წინა სტატია

"ტაქსის მძღოლებს ექნებათ შესაძლებლობა აიღონ სესხი იმისთვის, რომ ძველი ავტომობილები ახლებით ჩაანაცვლონ“

შემდეგი სტატია

ჟვანიას ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ვარაზისხევის ზედა ნაწილზე სამშენებლო ნებართვების გაცემა შეჩერდა

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.