მთავარი»საზოგადოება»ეროვნულ გამოცდაზე აბიტურიენტს მობილური ტელეფონი აღმოუჩინეს

ეროვნულ გამოცდაზე აბიტურიენტს მობილური ტელეფონი აღმოუჩინეს

8
Shares
Pinterest Google+

 

2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, naec-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი აბიტურიენტი გამოცდიდან მობილური ტელეფონის აღმოჩენის მიზეზით მოიხსნა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით დეტალები EDU.ARIS.GE-სთვის გახდა ცნობილი. როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, ტელეფონის ფლობის შესახებ მას შემდეგ გაიგეს, რაც გამოცდა კარგა ხნის დაწყებული იყო. გამოცდის მიმდინარეობისას მეთვალყურეები აბიტურიენტი ბიჭის ქცევამ დააეჭვა, რომელიც მათ არაერთხელ დაეთხოვა საპირფარეშოში გასვლის მიზნით.

„გამოცდის დაწყების შემდეგ, ეს ბავშვი, საოცარი სიხშირით, ყოველ ხუთ წუთში ერთხელ ითხოვდა საპირფარეშოთი სარგებლობის უფლებას, რამაც დამკვირვებლის ეჭვი გამოიწვია. მან მიმართა შესაბამის წარმომადგენლებს, რომ გაეჩხრიკათ და სწორედ გაჩხრეკის დროს, ბიჭს შარვლის ტოტიდან მობილური ტელეფონი ჩამოუვარდა, რომელიც თურმე, საცვალზე ჰქონდა მიმაგრებული. შვილს გარეთ მშობლები ელოდებოდნენ. მამა, როგორც აღმოჩნდა, სასულიერო პირი იყო. ფაქტი ბიჭის მშობლებმა მაშინვე გააპროტესტეს, სამედიცინო დახმარებაც კი დასჭირდა დედას, მაგრამ აბიტურიენტს გამოცდა აღარ გააგრძელებინეს“, – გვიყვება წყარო.

როგორც ცნობილია, წლევანდელ გამოცდებზე სხვის ნაცვლად გამოცდის ჩაბარების მცდელობის ორი შემთხვევაც გამოვლინდა. საკითხზე გამოძიება დაწყებულია და როგორც დაგვიდასტურეს, ფაქტის გამოვლენის შემდეგ ეს პირები საგამოცდო ცენტრიდან საპატრულო პოლიციამ გადაიყვანა. მეტი დეტალი ჩვენთვის ცნობილი არ არის.

 

წინა სტატია

„პუტინ, შენ ხუილო ხარ“ - უკრაინელმა ტელეწამყვანმა რუსეთის პრეზიდენტს აგინა

შემდეგი სტატია

საქართველოს საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს