მთავარი»მსოფლიო»ემანუელ მაკრონი: ტაძარი აუცილებლად აღდგება

ემანუელ მაკრონი: ტაძარი აუცილებლად აღდგება

9
Shares
Pinterest Google+

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანული მაკრონმა, რომელიც პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძრის პროცესის სანახავად მივიდა განაცხადა, რომ მისთვის ძალიან რთული იყო იმის ყურება, თუ როგორ იწვოდა საფრანგეთისა და მსოფლიოს ერთერთი ღირშესანიშნაობა.

მაკრონმა აღნიშნა, რომ მდგომარეობა სავალალო და ტრაგიკულია, თუმცა, უფრო უარესი ვარიანტის თავიდან აცილება მოხერხდა.

პრეზიდენტი ასევე დაპირდა სრულიად საფრანგეთს, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი აუცილებლად აღდგება და ამისთვის სახსრების მოსაზიდად იგი საერთაშორისო კამპანიის დაწყებას აპირებს. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში დახმარების მზადყოფნა გამოთქვა იუნესკო-მ.

მაკრონი ტრაგედიას ადრე ტვიტერშიც გამოეხმაურა – “პარიზის ნოტრ დამი ცეცხლის ალშია.. როგორც საფრანგეთის ყველა მოქალაქე, მეც მწუხარე ვარ, რომ ჩვენი ეს ნაწილი იწვის”.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარს უკვე რამდენიმე საათია, 400 მეხანძრე და სპეციალური ამწევი პლატფორმებით აღჭურვილი 15 სახანძრო მანქანა ებრძვის.

ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ამასთან, გადარჩენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა ხანძარს გადაურჩა.

მეტრონომი

 

წინა სტატია

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი სრულ განადგურებას გადაურჩა

შემდეგი სტატია

გადაურჩა თუ არა Notre Dame de Paris-ს ხანძარს დავით აღმაშენებლის ცხოველმყოფელი ჯვარი

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.