მთავარი»საზოგადოება»„ელისოსადმი მიძღვნილი ზვიადის ლექსი ვინმეს წინააღმდეგ არ გამომიქვეყნებია“

„ელისოსადმი მიძღვნილი ზვიადის ლექსი ვინმეს წინააღმდეგ არ გამომიქვეყნებია“

10
გაზიარებები
Pinterest Google+

საქართველოს პირველიპრეზიდენტის შვილი, კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს:

„ამას წინათ აქ, FB-სივრცეში გამოვაქვეყნე ზვიად გამსახურდიას ლექსი ელისო ვირსალაძეზე. ეხლა ქვეყნდება გვანცა ბუნიათიშვილის, ხატიას დის ნათქვამი, რომ ხატია ბავშვობაში 10 წლის ასაკში კონსტანტინე გამსახურდიას დავით აღმაშენებლის ტეტრალოგიით საზრდოობდა და ზვიადი რომ მოსწრებოდა ხატიას პიანისტობას, მასთან იმეგობრებდაო.

მუსიკის არსისთვის თავდადებული ელისოსადმი მიძღვნილი ზვიადის ლექსი მე ვინმეს წინააღმდეგ ნამდვილად არ გამომიქვეყნებია. პირიქით, ძალიან მიყვარს ხატია. ის თანამედროვეობის დიდი არტისტია და მსოფლიოს არაერთი სცენა დაიპყრო, მეგობრობს შვეიცარიაში მცხოვრებ ჩემს კომპოზიტორ ვაჟთანაც. თანაც ყველგან, როგორც მოქალაქე, სადაც კი ხმა მიუწვდება, აპროტესტებს ქართული მიწების ოკუპაციას, რასაც ძალიან ვაფასებ“ – წერს კონსტანტინე გამსახურდია.

შეგახსენებთ, რომ კონსტანტინე გამსახურდიამ ფეისბუქის პირად გვერდზე ელისო ბოლქვაძისთვის მიძღვნილი ზვიად გამსახურდიას ლექსი გამოაქვეყნა, რაც საზოგადოების ნაწილმა ბუნიათიშვილი- ბოლქვაძის დაპირისპირებაში ამ უკანასკნელის მხარდაჭერად აღიქვა. გთავაზობთ კონსტანტინე გამსახურდიას 9 თებერვლის პოსტს:

„ზვიად გამსახურდიას ეს ლექსი ელისო ვირსალაძეს ეძღვნება.

იგი შედის მის ერთადერთ პოეტურ კრებულში, (“მთვარის ნიშნობა”) რომლის გამოცემა საბჭოთა ცენზურის გამო შესაძლებელი გახდა 1989 წლის ბოლოს; (ანუ 9 აპრილის შემდეგ) ახალი სათაურით მისი რეპრინტი მოვახერხე 2014 წელს და ვრცელი წინასიტყვაობაც დავურთე. ეს ლექსი ზოგადად კლასიკური მუსიკის სიღრმეზეცაა, მის მასშტაბებზე და მისი წაკითხვის თუ ინტერპეტაციის შესაძლებლობებზე. შეიძლება ბევრმა არც იცოდეს, რომ ლექსის ავტორმაც მუსიკალური ათწლედის ფორტეპიანოს კლასი დაასრულა.

CAPRICIO
ელისო ვირსალაძის კონცერტზე
***
ფარდების შრიალი.
ფრთაგაშლილი ქიმერა შავი.
ნიავი – კოლომბინას კაპრიზი.
აქ რთავდნენ სილფები
მითიურ გობელენს ესკურიალისას,
ხოლო სიჩუმის იეროფანტი
სწვავდა არიელის ზვარაკებს.
სუდარას ახსოვდა
სახე ღვთაებრივი,
კანდელი,
მიტრა
და ვარსკვლავთშობილი მითი.
სცვივოდა შავი მთვარეები
მარმარილოს ცას.
სიმებში ბუდობდა გრიგალი.
მეწამულ არშიებად
დაეტყო შენს სახეს
წყევლა უმძაფრესი:
სტიქსის წყალივით მღვრიე
ფიქრების ღვართქაფი,
ქარონის ელდა,
ლიბანის ხანძარი –
და კვლავ – ქერუბიმული ბრწყინვალება
წამების გვირგვინის“

წინა პოსტი

მარკ ცუკერბერგი - „ფეისბუქი“ ყოველდღიურად მილიონზე მეტ ყალბ „ექაუნთს“ ბლოკავს

შემდეგი პოსტი

რატომ არ ავადდებიან ათონელი ბერები კიბოთი - აღმოჩენა, რომელმაც მსოფლიო გააოცა!